TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 10
Previous part

Chapter: 10 
თავი X


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოსა რამეთუ მე განმიფიცხებიეს გული მისი და გული ერისა მისისა და გული მთავართა მისთა, რათა აწ ცხადად მოვიდეს ესე ყოველი სასწაული მის ზედა.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რათა თქუენცა უთხრათ შვილთა თქუენთა და შვილის-შვილთა თქუენთა, ნაშობთა მათ თჳსთა, რაოდენი უყო მე ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და სასწაულები იგი და ნიშები ჩემი, რომელ ვყავ მაგათ ზედა, გულისჴმა-ჰყოთ, და უწყოდეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: ვიდრემდე არა გრცხუენოდის? გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა მსახურება მსახურონ მე.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
უკუეთუ არა გნებავს გამოტევება ერისა მაგის ჩემისა, ხვალე და მასვე ჟამსა მოვჰჴადო საზღვართა შენთა ზედა მკალი.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დაფაროს პირი ქუეყანისა მაგის შენისა და ვერ იხილო ქუეყანა იგი შენი და შეჭამოს ყოველივე იგი ნეშტი ქუეყანისა მაგის, რომელი დაშთომილ იყოს სეტყჳსა მისგან და შეჭამოს ყოველივე მცენარე ქუეყანისა მაგის შენისა.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღივსოს საუნჯეები შენი და ტაძრები ეგე შენი და სახლები და ყოველი საუნჯეები მონებისა მაგის შენისა, და ყოველივე სახლები აღივსოს ყოველსა მაგას ქუეყანასა ეგჳპტელთასა, რომელ ეგევითარი არასადა ეხილვოს მამათა შენთა ჟამითგან, რომლით დაბადებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა ზედა მოდღენდელად დღედმდე. მიჰრიდა მოსე და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა მთავართა თჳსთა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
...ვიდრემდე იყოს გუემაესე ჩუენზედა? განუტევე ერი ეგე, რათა მივიდენ და მსახურება ჰმსახურონ უთალსა ღმერთსა თჳსსა, ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგჳპტე?

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა. და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა! და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ?

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მიუგომოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შვილითურთ, მივიდეთ ზროხით და ცხოვრით და ყოვლით საცხოვრითურთ, რამეთუ უქმელი არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ! უფალი თქუენ თანა! სადა თქუენ განგიტევენ, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვა ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არა ეგრე არს, ნუ მიხუალთ! არამედ მამანი ხოლო მივიდედ და მსახურება თჳსი ჰმსახურებდ უფალსა ღმერთსა მათსა, სადა მაგას რასა ეძიებთ თქუენ და გამოასხნეს იგინი პირისაგან ფარაოსა.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიჰყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყო სეტყჳსაგან.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მოავლინა უფალმან ქარი ბღუარისა ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ განთიადითგან შემწუხრებადმდე. და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და დაფარა ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამოთგანვე აქამომდე.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განრყუნა ყოველი ქუეყანა ეგჳპტელთა და შეჭამა ყოველივე მწუანვილი ველისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელ განრინებულ იყო სეტყჳსაგან სასტიკისა. და არა დაშთა რათურთით მხალი ნედლი ველისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
სწრაფით მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: ვცოდე მე წინაშე უფლისა დმრთისა თქუენისა და თქუენცა.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ამას ჯერსა შე-ღა-მიწყნარეთ მე ამას უნასსა ზედა და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რათა განაქარვოს ჩემგან მკალი ესე.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოვიდა მოსე პირისაგან ფარაოსა და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გარდააქცია უფალმან ქარნი იგი უსასტიკესად ზღჳთ, აღიღო და აღუმაღლა მკალსა მას და შთადვა იგი ზღუასა მას მეწამულსა, და არა დაშთა რათურთით მკალი იგი არცა ერთ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მერმე განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არავე უნდა გამოტევება ძეთა მათ ისრაელისათა.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღირთხ ჴელი შენი და იყავნ ბნელ, უღაღ ჴშირ, ჴელით შესაპყრობელ ქუეყანასა მაგას ზედა ეგჳპტელთასა.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ზეცად და იქმნა ბნელი, წყუდიადი, ნისლი და არმური ყოველსა ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა სამ დღე.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვერ იხილა კაცმან მოყუასი თჳსი, ვერცა ძმაჲ თჳსი, და არავის ეძლო ყოვლად აღდგომად სარეცლით თჳსით სამთა მათ დღეთა, ხოლო ძეთა მათ ისრაელისათა იყო ნათელ ყოველთავე საყოფელთა მათთა.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა! გარნა ცხოვარი და ზროხა ადგილობან იყავნ და ყოვლითა სიმრავლითა წარვედით.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მიუგო მოსე და ჰრქუა: არა ეგრე, არამედ ცხოვრით და ზროხით და ყოვლითურთ ჭურჭლით ჩუენით წარვიდეთ და ზედა შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსხუერპლთა მათ, რომელ-იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აცადე, თუ ჩუენი არა დაგიტეოთ შენ არცაღა ჭლაკი ერთი მათგანი, რამეთუ არა უწყით, რა სათნო იყოს მსახურებად უფლისა დმრთისა ჩუენისა მსხუერპლი საკუერთხთა ნაყოფისა მის ჩუენისაგანი, არცა უწყით, რა.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მერმე გან-ვე-აფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არავე უნდა გამოტევება მათი.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განრისხნა ფარაო და თქუა: წინა-განმეშორენით, წარვედით ჩემგან და ნუღარა შესძინებთ პირსა ჩემსა, რამეთუ, რომელსა დღესა მეჩუენო მე შენ, მუნთქუესვე მოჰკუდე.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მას მოსე: არღარა ვეჩუენო პირსა შენსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 17.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.