TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 407
Previous part

Chapter: 28  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მეფესა ზედა წჳრისასა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა მას სორისასა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ამისთჳს რამეთუ აღმაღლდა გული შენი, და სთქუ, ღმერთი ვარ მე, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა ზღჳსასა. ხოლო შენ კაცი ხარ, და არა ღმერთი, და ჰყავ გული შენი ვითარცა გული ღმრთისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ უბრძნეს ხარა შენ დანიელისა, ბრძენთა არა გასწავეს შენ მეცნიერებაჲ Page of ms. J: B87v  / მათი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუე მეცნიერებითა შენითა ანუ სიბრძნითა შენითა ჰყავ თავისა შენისა ძალი, და ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შენთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ანუ მრავლითა მეცნიერებითა შენითა და გულის-ჴმის-ყოფითა შენითა განიმრავლე ძალი შენი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; რამეთუ მიეც გული შენი ვითარცა გული ღმრთისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამის წილ აჰა ესერა მე მოვავლინნე შენ ზედა უცხოთესლნი ბილწნი ნათესავთაგან, და წარმოაცალიერნენ შენ ზედა მახჳლნი მათნი და სიკეთესა მეცნიერებისა შენისასა, დადვან სიკეთჱ ეგე შენი წარსაწყმედელად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შთაგჴადონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულებისაჲთა გულსა ზღჳსასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ნუ უკუჱ იტყოდი და სთქუა; ღმერთი ვარი მე წინაშე მომკლველთა შენთა. ხოლო შენ კაცი ხარ, და არა ღმერთი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სიმრავლითა წინადაუცუეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე ვიტყოდე, იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა მათ ზედა სორისასა, და არქუ მას, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; შენ ხარ ბეჭედ აღტეხილებისა, მსგავსებაჲ და გჳრგჳნ სიკეთის.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
საშუებელსა სამოთხისა ღმრთისასა იყავ შენ. ყოველი ქვაჲ პატიოსანი შეგემოსა, სარდიონი და ტპაზიონი, და ზმარაგდი, ანთრაკი და საფირონი, და იასპი, და ვეცხლი და ოქროჲ, და ლიგჳრიონი და აქატჱ, და ამეთჳსტონი და ოქროქვაჲ, და ბჳრილიონი და ონჳქიონი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და საკრებელნი შენნი შენ შორის.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ვინაჲთ დღითგან დაებადე შენ ქერობინისა თანა, დაგადგინე შენ მთასა წმიდასა ჩემსა; იყავ შენ შორის ქვათა ცეცხლისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხჳდოდე შენ უბიწოდ დღეთა შენთა, ვითაჲთ დღითგან დაებადე შენ ვიდრე დღედმდე, ოდეს იპოვა შენ თანა სიცრუვჱ./ Page of ms. J: B88r 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სიმრავლისაგან სავაჭროთა შენთაჲსა აღავსენ საუნჯენი შენნი უშჯულოებითა, და სცოდე, და იწყალ; და მთისაგან ღმრთისა გარდაგიყვანა შენ ქერობინმან შორის ქვათა მათგან ცეცხლისათა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
აღმაღლდა გული შენი სიკეთითა შენითა, განიჴრწნა მეცნიერებაჲ შენი სიკეთისა შენისა თანა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა. ქუეყანად გარდაგაგდე შენ; წინაშე მეფეთა მიგეც შენ განსაოხებელად.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
სიმრავლითა ცოდვათა შენთაჲთა და სიცრუვითა სავაჭროთა შენთაჲთა შეიგინნეს ტაძარნი შენნი, და გამოვიღო ცეცხლი შორის შენსა, ამან შეგჭამოს შენ, და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა შენსა წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ყოველთა რომელთა გიცოდიან შენ წარმართთა შორის შეწუხნენ შენ ზედა. წარსაწყმედელ იქმენ, და არღარა იყო უკუნისამდე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
სიდონისათჳს. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა;

Verse: 21   Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს ვყო მე შენ შორის საშჯელი, და განვწმიდნე შენ შორის.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
სისხლი <და> სიკუდილი უბანთა შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლითა შენ შორის გარემო შენსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არღარა იყვნენ მერმე სახლსა ისრაჱლისა<სა> საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის გარემოთაგან მათთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ მათ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; შევკრიბო ისრაჱლი წარმართთაგან, სადა იგი განიბნინეს მუნ, და განვწმიდნე მე მათ შორის წინაშე ერთა და წარმართთა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა იაკობს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრნენ მას ზედა სასოებით, და იშენონ სახლები, და დაჰნერგნენ ვენაჴოვანნი, და დაეშჱნნენ მათ შინა სასოებით, რაჟამს ვყო საშჯელი/ Page of ms. J: B88v  ყოველთათჳს შეურაცხის-მყოფელთა მათთა, ყოველთა, რომელნი არიან გარემო მათსა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ღმერთი მამათა მათთაჲ.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.