TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 383
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ქალაქი იჱრუსალემი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოსცე მას გარემოდგომაჲ, და აშენო მას ზედა არდაბაგები, და მოადგა მას ლაშქარი, და მოადგინო მას ბანაკები, და განაწყო მას გარემო მეისრები.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შენ მოიღე თავისა შენისა ტაპაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი თავისა შენისა, ვითარცა კედელი რკინისაჲ, შორის შენსა, და შორის ქალაქისა მის, და განჰმზადო პირი შენი მას ზედა. და იყოს იგი შეყენებულებასა, და შეაყენო იგი; სასწაული არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა, და დასდვა სიცრუვჱ სახლისა ისრაჱლისაჲ მას ზედა, რიცხჳსა-ებრ დღეთა მათ ას ოთხმეოც [!] და ათთაჲსა, რომელსა სწვე მას ზედა. მოიხუნე სიცრუვენი მათნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მე მიგცენ ორნი სიცრუვენი მათნი რიცხუად ას ოთხმეოც და ათთა მათ დღეთა. და მოიხუნე სიცრუვენი სახლისა ისრაჱლისანი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და აღასრულნე ესენი, და დასწვე შენ გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა. და მოიხუნე სიცრუვენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოც დღჱ, დღჱ წელიწადად ერთად დაგდევ შენ,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შეყენებად იჱრუსალემისა. განჰმზადე პირი შენი, და მკლავი შენი განიმტკიცო მის ზედა, და სწინაწარმეტყუელებდე მის ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აჰა ეგერა მიგცენ შენ საკრველნი. და შენ ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენასა, ვიდრემდე აღესრულნენ დღენი შეყენებისა შენისანი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და შენ მოიღე თავისა შენისა იფქლი და ქრთილი, და ცერცჳ და ოსპნი, და ფეტჳ და ასლი, და შთაასხა იგი ჭურჭერსა კეცისასა, და შეიქმნე იგი თავისა შენისა პურად რიცხჳსა-ებრ მათ დღეთაჲსა, რომელსა სწვე შენ გუერდსა შენსა ზედა; ას ოთხმეოც და ათთა მათ დღეთა შჭამდე მას.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და საჭმელსა რომელსა შჭამდე, სასწორით შჭამდე. ოცი სიკლაჲ დღესა ერთსა, ჟამითი ჟამად შჭამდე მას. Page of ms. J: B60v 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
წყალი სასწორით სუ შენ, მეექუსჱ ნაწილი/ დორაკისაჲ, ჟამითგან ჟამადმდე სუემდი მას.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ყურბეული ქრთილისაჲ ჭამე შენ იგი, ფუნასა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლა იგი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესრეთ ჭამდენ ძენი ისრაჱლისანი არა-წმიდა<სა> წარმართთა შორის.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; ნუ სადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რამეთუ არა სადა შეგინებულ არს სული ჩემი არა-წმიდითა; მკუდრისაჲ და ნამჴეცავი არა მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამომდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; აჰა ეგერა მიგეც შენ ფუნაჲ ზროხათაჲ, სკორისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნე პური შენი მას ზედა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, აჰა ესერა შევმუსრო მე ძალი პურისაჲ იჱრუსალემს, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით, და წყალსა საწყაულით და განრყუნილებით სუმიდენ,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ნაკლულევან იყვნენ პურითა და წყლითა, და განირყუნეს კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუვეთა შინა მათთა.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.