TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 384
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე შენდა მახჳლი ლესული უფროჲს საყჳნველისა მკუეცარისა, და მოიგე იგი თავისა შენისა. და მოიღო იგი თავსა შენსა და წუერთა შენთა, და მოიღო უღელი სასწორისაჲ, და აღსწონო იგი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მეოთხჱ ნაწილი მისი ცეცხლითა დასწუა შორის ქალაქსა, აღსასრულსა მას დღეთა შეყენებულებისა შენისათა, და მოიღო მეოთხჱ მისი, და დასწუა იგი შორის მისსა, და მეოთხჱ მისი დაჰჭრე მახჳლითა გარემო მისსა, და მეოთხჱ მისი განაბნიო ყოველსა ქარსა. და მახჳლი მოვავლინო შემდგომად მათსა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე მიერ რიცხჳთ მცირედნი, და შენ შეისხნე იგინი სამოსელსა შენსა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ამათგანნი მოიყვანნე მერმეცა, და შესთხინე იგინი ცეცხლსა მას შორის, და დასწუნე იგინი ცეცხლითა, და მისგან გამოვიდეს ცეცხლი. და არქუ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ესე არს იჱრუსალემი. შორის წარმართთა დავდევ იგი, და გარემო-სოფლები მისი. Page of ms. J: B61r 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და უთხარ/ სამართალი ჩემი უშჯულოსა მას წარმართთაგანსა, და შჯული ჩემი სოფლებსა მას გარემო მისსა, რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშოვრნეს, და შჯულსა ჩემსა არა ვიდოდეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს ადონაი უფალი უფალი, რამეთუ მიზეზი თქუენი წარმართთაგან არს, რომელნი არიან გარემო თქუენსა, და შჯულსა ჩემსა არა ხჳდოდეთ, და სამართალნი ჩემნი არა დაიმარხენით, არამედ არცაღა სამართალთა-ებრ წარმართთასა ხჳდოდეთ, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე შენდამი,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთა, და ვყო შორის შენსა, რომელი არა მიყოფიეს და არა ვყო მსგავსი მათი მერმე საძაგელებისაებრ თქუენისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მამანი შეშჭამდენ შვილთა შენ შორის, და შვილნი შეჰჭამდენ მამათა, და ვყო შორის შენსა საშჯელი, და განვაბნიო ყოველი ნეშტი შენი ყოველსა ქარსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე; იტყჳს უფალი უფალი, რამეთუ სიწმიდჱ ჩემი შეაგინე ყოვლითა საძაგელებითა შენითა, მეცა განგიშორო შენ. არღარა გერიდოს თუალი ჩემი, და არცა შეგიწყალო შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მეოთხჱ ნაწილი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს, და მეოთხჱ მისი სიყმილითა აღესრულოს შორის შენსა. <და> მეოთხე შენი ყოველსა ქარსა განვაბნიო, და მეოთხე შენი მახჳლითა დაეცეს გარემო შენსა, და მახჳლი აღვიღო შემდგომად მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღესრულოს გულის-წყრომაჲ ჩემი, და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა. და გულის-ჴმა-ჰყო, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა, რაჲთა დავასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დაგდვა შენ ოჴრად, და ასულნი შენნი გარემო შენსა, წინაშე ყოვლისა თანა-წარმავალისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იყო შენ სულთქუმით და ურვით წარმართთა შორის გარემოთა შენთა. რაჟამს ვყო მე საშჯელი შენ ზედა შურის-გებით გულის-წყრომითა ჩემითა. და მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რაჟამს გამოვავლინნე მე ისარნი სიყმილისანი მათ ზედა, და იყვნენ შენ შორის ნაკლულევანებანი, და შევმუსრო შენ შორის სიმტკიცჱ პურისა შენისაჲ. Page of ms. J: B61v 

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და გამოვავლინო შენ შორის/ სიყმილი და მჴეცი ბოროტი, და გტანჯო შენ, და სიკუდილი და სიყმილი განვიდენ შენ შორის, და მახჳლი მოვჰჴადო შენ ზედა გარემო შენსა, მე უფალი ვიტყოდე.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.