TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 385
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა მიმართ ისრაჱლისათა, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, და ჰრქუა;

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ამას იტყჳს უფალი უფალი მთათა და ღელეთა, და ბორცუთა და ჴევნებსა, აჰა ესერა მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი, და მოისრნენ მაღალნი თქუენნი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შეიმუსრნენ საკურთხეველნი თქუენნი და ბაგინები თქუენი, და დავსცნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემო საკურთხეველებსა თქუენსა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა. ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი იგი განირყუნენ, რაჲთა მოვსრა საკურთხე<ვე>ლები თქუენი, და შეიმუსროს კერპები თქუენი, და მოოჴრდეს ბაგინები თქუენი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დაეცნენ წყლულნი შორის თქუენსა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჟამს იყოს თქუენგანი განრინებული წარმარ<თ>თა შორის მახჳლისაგან ჩემისა, და განბნევასა მას თქუენსა სოფლებსა შორის.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მომიჴსენონ მე განრინებულთა მათ თქუენთა წარმართთა შორის, სადა იგი წარიტყუენნეს მუნ, რამეთუ ვფუცე გულსა მას მათსა განდგომილსა ჩემგან, და თუალთა მათთა მსიძავთა შე<მ>დგომად კუალსა სლვათა მათთასა, და იცემდენ პირთა მათთა უკეთურებათა მათთათჳს, რომელი ქმნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და გულის-ჴმა-ყონ რამეთუ მე ვარ უფალი; უფალი ვიტყოდე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; დაიტყუელენ ჴელითა, და დაიბგერენ ფერჴითა, და თქუ; ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სახლისა ისრაჱლისათა; მახჳლითა და სიკუდილითა და სიყმილითა დაეცნენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მახლობელი იგი სიკუდილითა Page of ms. J: B62r  დაეცეს და შორიელი/ იგი სიკუდილითა აღესრულოს, და გარე-მოცეული იგი სიყმილითა მოისპოს, და აღვასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს იყვნენ წყლულნი თქუენნი შორის კერპთა თქუენთა გარემო საკურთხეველთა თქუენთა, ყოველთა ზედა ბორცუთა მაღალთა, და ყოველსა ქუეშჱ ხესა საგრილსა, სადა იგი მისცეს საყნოსელი სულნელებისაჲ კერპთა მათთა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა, და დავდვა ქუეყანაჲ განსარყუნელად და მოსასრველად, უდაბნოჲთგან დებლათაჲსაჲთ ყოვლისაგან სამკჳდრებელისა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.