TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 9
Previous part

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად ჩრდილოდ კერძო და დაეშჱნა შოვრის კადესა და შოვრის სურსა და იყოფვოდა გერარს.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
თქუა აბრაჰამ სარაჲსთჳს, ცოლისა მისისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა მისთჳს. მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან და მიიყვანა სარრა.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა-ეგერა შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და თქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ანუ არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და ამან მითხრა მე, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთაჲთა ვყავ ესე.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას ღმერთმან ჩუენებასა მას: მე უწყი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ესე და გერიდე შენ, რაჲთა არა სცოდო ჩემდა მომართ. ამისთჳსცა არა გიტევე შენ შეხებად მას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.