TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 19
Previous part

Chapter: 19  
თავი XIX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაელისათა და თქუ მათდა მიმართ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადმან მამისაგან თჳსისა და დედისა თჳსისა შეიშინეთ და შაბათნი ჩემნი დაიცვენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა შეუდგეთ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ამსხუე\რპლოთ Page of ms. Ga: 56v   მსხუერპლი მაცხოვარებისაჲ უფალსა, მითუალული თქუენი ამსხუერპლეთ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რომელსა დღესა მსხუერპლ-ჰყოთ, იჭამოს და ხვალისაგანცა, და უკუეთუ დაშთეს ვიდრე დღედმდე მესამედ, ცეცხლითა დაიწუას.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, დაუკლველი არს, არა შეწყალებულ იქმნეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო მჭამელმან მისმან ცოდვაჲ მიიღოს, რამეთუ წმიდანი უფლისანი შეაგინნა. და მოისპნენ სულნი იგი მჭამელნი ერისაგან მათისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მომკალთა მიერ სამკალსა ქუეყანისა თქუენისასა არა მოასრულოთ სამკალი ყანისა თქუენისაჲ მომკად და დაცჳვნებული სამკლისა შენისაჲ არა მოჰკრიბო.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვენაჴი შენი არა უკუნისთულო არცა კუფხალნი ვენაჴისა შენისანი შეჰკრიბნე: გლახაკსა და მწირსა და\უტევნე Page of ms. Ga: 57r   იგინი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არა იპაროთ და არა სტყუთ, არცა ცილი შესწამოს კაცად-კაცადმან მოყუასსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და არა მოიღოთ სახელი ჩემი უსამართლოსა ზედა და არა შეამწნიკულოთ სახელი წმიდაჲ ღმრთისა თქუენისაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არა მოჰხუეჭო მოყუასსა და არა მისტაცო და არა დაიძინოს სასყიდელმან მორეწისამან შენ თანა ვიდრე განთიადმდე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საფრჴე. და გეშინოდის ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
არა ჰყოთ უსამართლოჲ მშჯავრი, არა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა დაგიკჳრდეს პირი ძლიერისაჲ, სიმართლით შჯიდე მოყუასსა შენსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არა ხჳდოდი ზაკუვით ნათესავსა შინა შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არა მოიძულო ძმაჲ შენი გონებითა შენითა. მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არა გიშჯიდეს შენ ჴელი შენი და არა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენნი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
შჯული ჩემი დაიმარხეთ: Page of ms. Ga: 57v   საცხოვარი შენი არა შეაბა უღელსა სხუასა და ვენაჴსა შენსა არა სთესო თითოფერი და სამოსელი ორთაგან ქსოილი, ხენეში არა შეჰმოსო თავსა შენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ვინმე დაწვ\ეს Page of ms. Ga: 58v   დედაკაცსა თანა საწოლითა თესლისაჲთა და იგი იყოს მჴევალი, დაცვული კაცისად, და იგი საჴსარითა არა გამოჴსნილ იყოს, ანუ თავისუფლებაჲ არა მიცემულ იყოს მისგან, მოხედვაჲ იყოს მათ ზედა. არ ამოკუდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოჰგუაროს ბრალისა მისისათჳს უფალსა კარსა თანა კარვისა საწამებლისასა ვერძი ბრალისაჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ვერძითა ბრალისაჲთა წინაშე უფლისა Page of ms. Ga: 59r   ცოდვისა მისთჳს, რომელი ცოდა, და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი, რომელი ცოდა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ხოლო რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა, რომელი უფალმან ღმერთმან მიგცეს თქუენ, დასხთ ყოველი ხე საჭამი და განწმიდეთ არაწმიდებაჲ მისი. ნაყოფი მისი სამთა წელთა იყოს თქუენდა განუწმედელ, არა შჭამოთ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მეოთხესა წელსა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდა საქებელად უფლისა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ხოლო მეხუთესა წელსა შჭამოთ ნაყოფი მისი შესაძინელად თქუენდა ნაშრომნი მისნი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ნუ შჭამთ მთათა ზედა, არა იზმნეთ, არცა მფრინველითა ისმინვიდეთ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
არა ჰყოთ Page of ms. Ga: 59v   სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არცა განირყუნას შესახედავი წუერთა მისთაჲ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და განკუეთილებათა არა იქმოდით სულსა ზედა ჴორცთა შინა თქუენთა და წერათა წერტითთა არა იქმოდით თქუენ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
არა შეაგინო ასული შენი განმეძვებად იგი და არა მეძავ იქმნეს ქუეყანაჲ და აღივსოს Page of ms. Ga: 60r   ქუეყანაჲ უშჯულოებითა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
შაბათნი ჩემნი დაიმარხენით, და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ. მე ვარ უფალი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და არა შეუდგეთ მუცლით მეზღაპრეთა და მსახვრალთა, არა შეეყვნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
პირისაგან მჴცოვანისა ზე-აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდის ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს ნწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვო მას.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
ვითარცა თჳთ ქუეყანისაჲ, იყოს თქუენს შორის მწირი, მოსრული თქუენდა მომართ, და შეიყუარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
არა ჰქმნე სიცრუვე საშჯელსა შინა, საწყაულთა შინა და სასწორთა ზედა და საწონთა ზედა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
სასწორნი მართალნი და საწყეონი მართალნი და საწყეაულნი მართალნი იყუნენ თქუენდა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, გამომყვანებელი თქუენი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენით ყოველნი შჯულისა ჩემისანი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, ყვენით იგინი. მე ვარ უფალი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.