TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 20
Previous part

Chapter: 20  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ ძეთა ისრაელისათა და ეტყოდე მათ: უკუეთუ ვინმე ძეთა ისრაელისაგანთამან ანუ მოსრულთა მწირთამან ისრაელსა შორის, რომელმანცა მისცეს თესლი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედის. ნათესავმან მის ქუეყანისამან დაქოლოს იგი ქვითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მე დავამტკიცო კაცსა მას ზედა პირი ჩემი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ თესლი მისი მისცა მთავარსა, რაჲთა შეაწბილნეს წმიდანი ჩემნი და შეაგინოს სახელი განწმედილი ჩემი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მირიდებით მიარიდენ მკჳრთა მის ქუეყანისათა თუალნი მათნი კაცისა მისგან, მი-რაჲ-სცემდა იგი თესლსა თჳსსა მთავარსა არა მოკლვად მისსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და ნათესავობასა მისსა ზედა და წარვწყმიდო იგი და ყოველნი თანა-შეთქმულნი მისნი, ვითარმცა ისიძვიდეს იგინი მთავრისა მიმართ ერისაგან თჳსისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და სული, რომელი შეუდგეს მუცლით მეზღაპრეთა და მსახრვალთა, რაჲთა, რაჲთა ისიძვიდეს შემდგომად მათსა, დავამტკიცო პირი ჩემი სულსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან მისისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყვენით წმიდა, რამეთუ წმიდა ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაიმარხენით ბრაძებანი ჩემნი და ყვენით იგინი. მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდა-მყოფელი თქუენი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ კაცმან, კაცმან ბოროტი ჰრქუას მამასა თჳსსა ანუ დედასა თჳსსა, მოკუედინ. რამეთუ მამასა თჳსსა ანუ და დედასა თჳსსა ბოროტი ჰრქუა, თანამდებ არს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
კაცმან, კაცმან, რომელმან იმრუშოს ცოლი ქმრისაჲ ანუ რომელმან იმრუშოს ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ, სიკუდილით მოკუდეს მემრუშე და მრუშებელი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ვინმე დაწვეს ცოლსა თანა მამისა თჳსისასა, უშუერებაჲ მამისა თჳსისა გამოაცხადა, სიკუდილით მოკუედინ ორნივე, თანამდებ არია.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვინმე დაწვეს სძლისა თჳსისა თანა, სიკუდილით მოკუდენ ორნივე, უღმრთო იქმნნეს, თანამდებ არიან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და რომელი დაწვეს წულსა თანასაწოლითა დედაკაცისაჲთა, საძაგელებაჲ ქმნეს. ორნივე სიკუდილით მოკუდენ, თანამდებ არიან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რომელმან შეირთოს ცოლი და დედაჲცა მისი, უსჯულოებაჲ არს. ცეცხლითა დაწუან იგი და იგინი. და არა იყოს უსჯულოებაჲ თქუენ შორის.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და რომელმან ყოს საწოლი თჳსი ოთხფერჴსა თანა, სიკუდილით მოკუედინ და ოთხფერჴი იგი მოკალით.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და დედაკაცი, რომელი მოუჴდეს ყოველსა პირუტყუსა ცოდვად იგი მის ქუეშე, მოაკუდინეთ დედაკაცი და პირუტყჳ სიკუდილით მოკალთ, თანამდებ არიან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რომელმან მოიყვანოს დაჲ თჳსი მამისაგანი მისისაჲ ანუ დედისაჲ და მან იხილოს უშუერებაჲ ამისი, და ამან -- მისი, საყუედრელი არს, მოისპნენ წინაშე ძეთა ნათესავისა მათისათა: უშუერებაჲ დისა თჳსისაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მისი მიიღოს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მამაკაცი, რომელი დაწვეს დედაკაცსა თანა გამოჯდომილი\სა Page of ms. Ga: 60v   და გამოაცხადოს უშუერებაჲ მისი, წყაროჲ მისი გამოაცხადა. და თჳთ მან გამოაცხადა მდინარე სისხლისა თჳსისაჲ. მოისპნენ ორნივე ნათესავისაგან მათისა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
უშუერებაჲ დისა მამისა შენისა და დისა დედისა შენისაჲ არა გამოაცხადო; რამეთუ თჳსებაჲ გამოაცხადეს, ცოდვაჲ მიიღონ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რომელი დაწვეს ნათესავსა თჳსისა თანა, უშუერებაჲ ნათესავობისა მისისაჲ გამოაცხადა. უშვილონი მოკუდენ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მამაკაცმან, რომელმან მოიყვანოს ცოლი ძმისა თჳსისაჲ, არაწმიდებაჲ არს: უშუერებაჲ ძმისა თჳსისაჲ გამოაცხადა. უშვილონი მოკუდენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენით ყოველნი ბრძანებანი ჩემნი და ყოველნი მშჯავრნი ჩემნი და ყვენით იგინი. და არა მოგიწყინნეს თქუენ ქუეყანამან, რომლისა მიმართ მე შეგიყვანებ თქუენ მუნ დამკჳდრებად მას ზედა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 62r   და არა ხჳდოდით შჯულთაებრ წარმართთაჲსა, რომელთა განვასხამ თქუენგან, რამეთუ ესე ყოველნი ქმნნეს და მივიძაგენ იგინი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და გარქუ თქუენ: თქუენ დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი და მე მოგცე იგი თქუენ მონაგებად, ქუეყანაჲ, რომელ არს მადინებელი სძისა და თაფლისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განგასაზღვრენ თქუენ ყოველთა ნათესავთაგან.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და განაჩინეთ თქუენცა შორის საცხოვართა არაწმიდათა და შორის მფრინველთა წმიდათა და არაწმიდათა. და არა საძაგელ-ჰყვნეთ სულნი თქუენნი პირუტყუთა შორის და მფრინველთა შორის და ყოველთა შორის ქუეწარმავალთა ქუეყანისათა, რომელთაჲ განგიჩინე თქუენ არაწმიდებაჲ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყვენით ჩემდა წმიდა, რამეთუ წმიდა ვარ მერ, უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან განგისაზღვრენ თქუენ ყოველთა წარმართთაგან ყოფად ჩემდად.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მამაკაცი ანუ დედაკაცი, რომელიცა იქმნეს მათგანი მუცლით მეზღაპრე ანუ მსახრვალ, სიკუდილით მოკუდენ. ქვითა დაქვაენით Page of ms. Ga: 62v   იგინი: თანამდებ არიან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.