TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 539
Previous part

Chapter: 12 
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


Verse: 1  Link to sept   ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

Verse: 2  Link to psa Link to sept   
ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე?

Verse: 3  Link to psa Link to sept   
ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო,

Verse: 4  Link to psa Link to sept   
განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.