TITUS
Arseni Sapareli, Ganqopisatws
Part No. 6
Previous part

Chapter: V 
Page: 81 
Line: 15       და ვითარცა იხილეს კათალიკოზმან ქართველთა კჳრიონ მცხეთისამან
Line: 16    
და კათალიკოზმან ჰერთა აბაზ *, რამეთუ ჴელითა აბდიშო *
Line: 17    
ასურისაჲთა კრებაჲ ყვეს სომეხთა * ქალაქსა * დვინსა და შეჩუენებით *
Line: 18    
განდგეს აღსარებისაგან წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და განეყენნეს
Line: 19    
ოთხთა საპატრიაქოთაგან და გარდააქციეს აღთქუმაჲ * იგი, რომელი
Line: 20    
დაუდვა წმიდამან გრიგოლი კესარია ეკლესიისა, უკუნისამდე
Line: 21    
არა განშორებად მისგან ჴელთ-დასხმაჲ * ებისკოპოსებისა * სომხითისაჲ *
Line: 22    
Ⴃ^, და რამეთუ სომხითმან ბრძანებაჲ მოიღო სპარსთა მეფისაგან
Line: 23    
ჴელთ-დასხმაჲ * ეპისკოპოსებისა თავით თჳსით, ესე რაჲ ცნეს ჭეშმარიტად
Line: 24    
კჳრიონ კათალიკოზმან, აბაზ ჰერთა კათალიკოზმან და გრიგოლი
Line: 25    
სივნელთა ეპისკოპოსმან *, და იქმნა ცილობაჲ დიდი შორის
Line: 26    
სომხითისა და ქართლისა. ქართველნი ეტყოდეს, ვითარმედ: "წმიდამან
Line: 27    
გრიგოლი საბერძნეთით მოგუცა ჩუენ სარწმუნოებაჲ, რომელი
Line: 28    
თქუენ დაუტევეთ აღსარებაჲ * მისი წმიდაჲ და დაემორჩილენით აბდიშოს *
Line: 29    
ასურსა და სხუათა ბოროტად მწვალებელთა, და სერაბინთა *
Line: 30    
იგი სამწმიდაარსობით დიდების-მეტყუელებაჲ * შეაშფოთეთ და
Page: 82  Line: 1    
უჴორცოსა, გამოუთქმელსა წმიდასა სამებასა შორის ჰქადაგეთ ჯუარი
Line: 2    
და ვნებაჲ ვითარცა საბელიანოზთა *, და იქმნენით მოწაფე ბოროტთა
Line: 3    
მოძღუართა და არა დაემორჩილენით სარწმუნოებასა * წმიდისა
Line: 4    
გრიგოლისსა, დააჩემეთ ვნებაჲ უვნებელსა სამებასა *, ვითარცა მოგცა
Line: 5    
განცოფებულმან მკაწრვალმან პეტროზ ანტიოქელმან".

Line: 6       
მაშინ სომეხთა შეასმინეს ქართლი მეფესა თანა სპარსთასა, ვითარმედ
Line: 7    
ჰრომთა * უპყრია სარწმუნოებაჲ. და ესე ცილობაჲ იყო შორის
Line: 8    
სომეხთა და ქართველთა * დღეთა ნერსე კათალიკოზისა სომეხთასა
Line: 9    
და აღსრულებასა ნერსესსა. ნერსე, რომელსა ეწოდა "შუაჲ",
Line: 10    
განვიდა ბოროტად ცხორებისაგან და დაჯდა აბრაჰამ საყდარსა *
Line: 11    
მისსა. და განდევნა კჳრიონ ქართლისა კათალიკოზმან * მოსე ეპისკოპოსი *
Line: 12    
ცურტავისაჲ საყდრისაგან თჳსისა, რომელი დაედგინა წმიდასა შუშანიკს *
Line: 13    
ნაწილსა თანა სომხითისასა. და ითხოვა აბრაჰამ კჳრიონისგან
Line: 14    
საყდარი მისი, ხოლო იგი არა ერჩდა მას. და განზჳნდა ცილობაჲ
Line: 15    
იგი შორის მათსა, და მოუწოდა აბრაჰამ მღდელთა არარატისათა * და
Line: 16    
ჰრქუა მათ: "ანუ შეაჩუენეთ * კრებაჲ ქალკიდონისაჲ, ანუ განვედით
Line: 17    
სამკჳდრებელით თქუენით!" და რომელნიმე დაემორჩილნეს, ვითარცა
Line: 18    
წერილ არს, "დიდებაჲ ურთიერთარს * მიიღეს და დიდებაჲ მხოლოჲსა
Line: 19    
ღმრთისა შეურაცხყვეს" და შეაჩუენეს წმიდაჲ იგი კრებაჲ
Line: 20    
და ჯუარი შორის წმიდასა სამებასა * დააწესეს. და რომელნიმე არა
Line: 21    
დაემორჩილნეს და განისხნეს სამკჳდრებელით მათით და უცხოებით
Line: 22    
აღესრულნეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Arseni Sapareli, Ganqopisatws.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.