TITUS
Balavariani, Red. B
Part No. 31
Previous part

Chapter: 41   Link to balavara
Page of edition: 90  
Line of edition: 7        41. ამიერითგან იწყო იოდასაფ
Line of edition: 8     
მარხვად და ლოცვად* ღმრთისა
Line of edition: 9     
მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან*,
Line of edition: 10     
მან იწყის ღამის თევად,
Line of edition: 11     
და* ტირილითა Manuscript page: 97R  და სულ-თქუმითა
Line of edition: 12     
აღასრულებდა ლოცვათა
Line of edition: 13     
თჳსთა.

Line of edition: 14        
ხოლო ზანდან მზარდული* დასნეულდა
Line of edition: 15     
შიშისაგან მეფისა. და
Line of edition: 16     
ვითარცა ცნა მეფემან სნეულებაჲ*,
Line of edition: 17     
წარავლინნა* მკურნალნი,
Line of edition: 18     
რაჲთა შეუძლონ ცნობად, თუ
Line of edition: 19     
რომლითა მიზეზითა სნეულ არს.
Line of edition: 20     
ხოლო მათ ვითარცა განიცადეს,
Line of edition: 21     
წარვიდეს და* ჰრქუეს მეფესა:
Line of edition: 22     
მეფეო, სენი* ისი ზანდანისი არა
Line of edition: 23     
არს სნეულებისაგან, არამედ გულის
Line of edition: 24     
კლებისა არს*. ხოლო მან თქუა
Line of edition: 25     
გულსა თჳსსა: რაჲმე არს მწუხარებაჲ
Line of edition: 26     
გულისა მისისაჲ, ნუუკუე
Line of edition: 27     
განაყენა ვინმე ძე ჩემი სჯულისაგან
Line of edition: 28     
ჩემისა და იგი ელმის ზანდანს,
Line of edition: 29     
მზარდულსა* ძისა ჩემისასა?!
Page of edition: 91   Line of edition: 1     
და აღდგა და წარვიდა
Line of edition: 2     
ხილვად მისა*, რაჲთა ცნას, თუ
Line of edition: 3     
რაჲ სჭირს, ანუ რად მწუხარე
Line of edition: 4     
არს.


Line of edition: 9        
ხოლო ზანდანს ვითარცა ესმა
Line of edition: 10     
მისლვაჲ* მეფისაჲ*, შეძრწუნდა
Line of edition: 11     
და წინა მიეგება მას. და ჰრქუა
Line of edition: 12     
მეფემან: რაჲ გელმის, ზანდან?

Line of edition: 15     
ხოლო მან მიუგო: ცხოვნდი, მეფეო,
Line of edition: 16     
უკუნისამდე*! ურვამან დიდმან
Line of edition: 17     
შემიპყრა და ფრიად შემაურვებს
Line of edition: 18     
და ძლიერად შემაშფოთებს*,
Line of edition: 19     
რამეთუ ძემან შენმან უვარ-ყო
Line of edition: 20     
სჯული შენი და ქრისტესა შეეწყნარა,
Line of edition: 21     
და ამისთჳს შეუპყრივარ
Line of edition: 22     
სნეულებასა ძნელსა*. ხოლო მან
Line of edition: 23     
ჰრქუა: და ვინა* ყო ესე? ხოლო
Line of edition: 24     
მან ჰრქუა: ბალაჰვარ, რომელ შენ
Line of edition: 25     
განუტევე, მომეპარა, ვერა ვცან*,
Line of edition: 26     
და მან აცთუნა იგი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Balavariani, Red. B.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.