TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1    და იგი გველი იყო ეშმაკი იმის ყოველი მხეცებისა მინდვრისაგან, რომ შექმნა უფალმა ღმერთმან, და მოახსენა იმათ დედაკაცსა: თვინიერ ნამეტურ ბრძანა ღმერთმან, არ შჭამოთ იმისა ყოველი ხისა ბაღისაგან.

Verse: 2    
და უბრძანა იმა დედაკაცმა იმათ ნახაშსა: იმის ნაყოფისა ხისა ბაღისაგან შჭამე.

Verse: 3    
და იმის ნაყოფისა ხისაგან, რომ შინა ბაღსა, ბრძანა ღმერთმან, არ შჭამო იმისაგან და არ მიეკარო შინა მისა, არამც დაიხოცოთ.

Verse: 4    
და მოახსენა იმა გველმან14* იმა დედაკაცსა: არა სიკვდილით მოკვდებით.

Verse: 5    
ნამეტურ იცის ღმერთმან, რომ შინა დღესა შჭამის თქვენისას იმისაგან, და ეგეხილებათ თვალი თქვენი და იქნებით ვითარცა ანგელოზებისებრი მცოდნეები კარგისა და ცუდისა.

Verse: 6    
და დაინახა იმა დედაკაცმან, ნამეთურ კარგია იგი ხე საჭმელად და რომ სანატრელია ისი თვალებისათვის და სანატრელია იგი ხე გასაფრთხილებლად, და აიღო იმის ნაყოფის მისისაგან და შეშჭამა; და მიცა კვლავ-დე დედაკაცმან ქმარსა მისსა მასთან და შჭამა.

Verse: 7    
და ეეხილა თვალები ორივეს მათისა და შეიტყენ, ნამეტურ ტიტვლები15* ისინი, და შეჰკერეს ფოთლები ხისა ლეღვისა და გაიკეთეს მათთვის სარტყლები.

Verse: 8    
და მოისმინეს იგი ხმა უფლისა ღმერთისა, იარებოდა შინა ბაღშიდა თანა-შემოქროლებასა იმის დღისასა. და დაიმალა იგი ადამიანი და ცოლი მისი იმის წინაშე უფლისა ღმერთისაგან შინა შუა ხესა იმის ბაღისას.

Verse: 9    
და დაუძახა უფალმა ღმერთმან იმა ადამიანსა და უბრძანა მას: სადა ხარ შენ?

Verse: 10    
და მოახსენა: იგი ხმა შენი მოვისმინე მე შინა ბაღშიდა და შემეშინდა, ნამეტურ შიშველი მე, და დავიმალე.

Verse: 11    
და უბძანა: ვინ გაგიცხადა შენ, რომ შიშველი შენ? იმის ხისაგან, რომ დაგავედრე შენ თანა-არ-საჭმელად, იმისგან ჭამე შენ?

Verse: 12    
და მოახსენა16* ადამიანმა17*: იმა დედაკაცსა, რომ მამეცი ჩემთან ის, იმან მომცა მე იმის ხისაგან და ვჭამე.

Verse: 13    
და უბრძანა უფალმა ღმერთმან თანა დედაკაცსა, რა ეს ქენი შენ? და მოახსენა დედაკაცმან: იმა გველმან18* შემაცდინა მე და ვჭამე.

Verse: 14    
და უბრძანა უფალმა ღმერთმან იმათ გველსა19*: რამეთუ ქენი შენ ეს, წყეულს შენ იმის ყოველი პირუტყვისაგან და იმის ყოველი მხეცისა მინდვრისაგან; ზედა ზურგით შენით დაიარებოდე და მტვერსა შჭამდე ყოველ დღეებსა სიცოცხლის შენისას.

Verse: 15    
სიმტერეს ჩამოვაგდებ შუა შენსა და შუა იმა დედაკაცსა და შუა თესლსა შენსა და შუა თესლსა მისსა: ის გირტყამდეს შენ თავშიდა და შენ კბენდე მას ქუსლშიდა.

Verse: 16    
იმა დედაკაცსა უბზანა: მრავლებით გავამრავლებ დარდსა შენსა და მშობიარობასა შენსა შინა დარდითა შობავდე20* შვილებსა, და იმათ ქმარსა შენსა ნატვრა შენი და ის იუფროსებს შენშიდა.

Verse: 17    
და თანა ადამიანსა უბძანა: რომ მოისმინე ხმა ცოლის შენისა და შეშჭამე იმის ხისაგან, რომ დაგავედრე შენ ამნაირად: არ შჭამო იმისგან, წყეულს იქნეს ის დედამიწა გულის შენისათვის; შინა დარდითა შჭამდე ყოველ დღეებსა სიცოცხლის შენისას.

Verse: 18    
და ნარი-ეკალსა21* ამოვაფუძებ შენთვის და შჭამდე შენ22* იმა ბალახსა იმის მინდვრისასა.

Verse: 19    
შინა ოფლითა შუბლით შენითა შჭამდე პურსა, ვიდრე დაბრუნებასა შენსა იმათ დედამიწაშიდა, ნამეტურ იმისგან აყვანილი ხარ შენ, ნამეტურ მტვერი ხარ შენ და იმათ მტვერშიდა დაბრუნდები.

Verse: 20    
და დაარქვა ადამიანმა სახელი ცოლის მისისა ხავა, რომ ის იყო დედა ყოველი ცოცხლიერისა.

Verse: 21    
და გააკეთა უფალმან ღმერთმან ადამიანისა და ცოლის მისისათვის პერანგები ტყავისა და ჩააცვა23* მათ.

Verse: 22    
და უბრძანა უფალმა ღმერთმან მან: ესერა იგი ადამიანი იყო ვითარცა ერთისა იმისაგან თანა-შესატყობლად კარგი და ცუდი, და ახლა არამც გაიშვიროს ხელი მისი და აიღოს კვლავ-დე24* იმის ხისა სიცოცხლისაგან და იცოცხლოს უკუნისამდი25*.

Verse: 23    
და გაუშვა26* უფალმა ღმერთმან ის ბაღისა ბაღჩისაგან თანა-სამუშაოდ იგი მიწა, რომ აყვანილი იყო იმისგან.

Verse: 24    
და გააგდო იგი ადამიანი; და დასადგმურდა იმის აღმოსავლეთით თანა ბაღსა ბაღჩისასა27* იგი ქერუბიმები და იგი მოლაპლაპე იმისა ხმალისა, იგი გადამაბრუნებელი თანა-შესანახავად იგი გზა ხე სიცოცხლისა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.