TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 2
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1    და დამთავრდენ იგი მცები და იგი ქვეყანა და ყოველი ლაშქრები მათი.

Verse: 2    
და გაათავა ღმერთმა შინა დღესა მეშვიდესა სასაქმო მისი, რომ ქნა, და მოიცალა შინა დღესა მეშვიდესა იმის ყოველი საქმის მისისაგან, რომ შექმნა.

Verse: 3    
და აკურთხა ღმერთმან იგი დღე მეშვიდე და დაახასა ის, ნამეტურ შინა მისსა მოიცალა იმის ყოველი საქმის მისისაგან, რომ გააჩინა ღმერთმან თანა-საქნარად.

Verse: 4    
ესენი გვარიშვილობაები9* იმის მცებისა და იმის ქვეყნისა შინა გაჩენასა მათსა, შინა დღესა ქნასა უფლისას ღმერთისა ქვეყანა და მცებისა.

Verse: 5    
და ყოველი ხე იმის მინდვრისა, სანამ იქნებოდა ქუეყანაზედა, და ყოველი ბალახი მინდვრისა, სანამ ამოფუძვნდებოდა; ნამეტურ არ უწვიმია უფალსა ღმერთსა ზედა იმა დედამიწაზედა და ადამიანი არ იყო თანა-სამუშაოდ იმის დედამიწისათვის.

Verse: 6    
და ღურბელი ამოდიოდა იმის ქვეყნისაგან და რწყავდა იმა ყოველ პირსა დედამიწისას.

Verse: 7    
და გასახა უფალმა ღმერთმან იგი ადამიანი _ მტვერი იმის მიწისაგან და ჩაბერა შინა პირსა მისა სული ცოცხლისა, და იყო იგი ადამიანი თანა სულად ცოცხლიერად.

Verse: 8    
და დარგო უფალმა ღმერთმან ბაღი ბაღჩისა იმის პირველად და დასდვა ისი იმა ადამიანსა, რომ გასახა.

Verse: 9    
და ამოაფუძვა უფალმა ღმერთმან იმის მიწისაგან ყოველი ხე სანატრელი შესახედავად და კარგი საჭმელად და ხე იმის სიცოცხლისა შინა შუა იმას ბაღსა და ხე იმის ჭკუისა კარგისა და ცუდისა.

Verse: 10    
დინარე გამოდიოდა იმის ბაღჩისაგან მოსარწყავად იმის ბაღისათვის, იმის იქიდან იყოფოდა და იყო თანა ოთხ თავებად.

Verse: 11    
სახელი იმის ერთისა ფიშონ, იგი შემომგლოვარი იმა ყოველ ქვეყანასა ხავილასა, რომ იქ ოქრო.

Verse: 12    
და ოქრო იმის ქვეყნისა იგი კარგი, იქა ჯავაირი და ქვა იმის ზურმუხტისა.

Verse: 13    
და სახელი იმის მდინარისა იგი მეორე გიხონ, იგი შემომგლოვერი იმა ყოველ ქვეყნისა კუშისა.

Verse: 14    
და სახელი იმის მდინარისა მესამე ხიდეკელ, იგი მსვლელი კიდმათ აშურსა. და იგი მდინარე მეოთხე ის ფერათი.

Verse: 15    
და აიყვანა უფალმა ღმერთმან10* იგი ადამიანი და დასდვა ის შინა ბაღსა ბაღჩისას სამუშაოდ მისთვის და თანა-შესანახავად მისთვის.

Verse: 16    
და დაავედრა უფალმა ღმერთმან ზედა იმა ადამიანსა ამნაირად: იმის ყოველი ხისა ბაღისაგან ჭამით11* შჭამე,

Verse: 17    
და იმის ხისა ჭკუისა კარგისა და ცუდისაგან არ შჭამო იმისგან, რამეთუ შინა დღესა ჭამის შენისას იმისგან სიკვდილით მოკვდები.

Verse: 18    
და უბძანა უფალმა ღმერთმან: არა კარგია ყოფნა იმის ადამიანისა მარტოდ მისა, შეუქმნი მას მამხმაროს, რო ვითარცა მართებით მისა.

Verse: 19    
და გასახა უფალმა ღმერთმან იმისა მიწისაგან ყოველი მხეცი მინდვრისა და იგი ყოველი ფრინველი მცებისა და მიუყვანა იმათ ადამიანსა სანახავად, რა დაარქვას მას; და ყოველ რომ დაარქმევს ამას იგი ადამიანი სული ცოცხლიერისა, ის სახელი მისი.

Verse: 20    
და დაარქვა იმა ადამიანმა სახელები ყოველ იმა პირუტყვსა და თანა ყოველ მფრინველსა იმის მცებისას და ყოველ მხეცსა იმის მინდვრისას; და ადამიანსა ვერ უპოვნა მომხმარო მართებით მისა.

Verse: 21    
და დააგდო უფალმა ღმერთმან სვიბათი ზედა იმა ადამიანსა და დააძინა; და აიღო ერთი იმის ფერცხლების მისისაგან და ჩაკეტა ხორცი ქვეშეთ მისა.

Verse: 22    
და ააშენა უფალმა ღმერთმან იგი ფერცხალი, რომ აიღო იმის ადამიანისაგან, თანა ქალად და მიიყვანა ის იმათ ადამიანსა.

Verse: 23    
და ბზანა ადამიანმა: ამაჯერ ძვალი იმის ძვლების ჩემისაგან და ხორცი იმის ხორცის ჩემისაგან; თანა ამასა ერქმეოდეს დედაკაცი, ნამეტურ იმის კაცისაგან აყვანილი იყო ესე.

Verse: 24    
ზედა ეგრე დასტეოს კაცმა12* იგი მამამისი და იგი დედამისი და მიეკრას ცოლსა მისსა და იყვნენ ხორცად ერთად.

Verse: 25    
და იყვნენ ორივე ისინი ტიტვლები13*, იგი ადამიანი და ცოლი მისი, და არ რცხვენოდათ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.