TITUS
Treatise on Zodiacal Signs and Planets
Part No. 11
Previous part

Chapter: 11  
11. წყლის საქანელი, რომელსა
არაბულად ჰრქჳან დალვ



Line: 1        წყლის საქანელისა ბურჯი ზუჰალისა სახლი არს
Line: 2     
და მზისა ვაბალი. და დღისაჲ არს, დასავლეთისაჲ
Line: 3     
არს, მამალი არს, ბუნებად მჴურვალი და ნედლი არს.
Line: 4     
კაცისა ნივთთაგან სისხლი მისი არს. ჰაერისაჲ არს
Line: 5     
და ქარისაჲ (ქარი იგი, რომელ ზღუასა აღსძრავს და
Line: 6     
ნავსა დაანთქამს). და რაჲ მზე ამას ბურჯსა ხუთმეტ
Line: 7     
დარაჯამდის მივიდეს, შუა ზამთარი არს და ადრე ამოჰჴდების
Line: 8     
და გჳანად ჩაჰჴდების. და დღეთაგან შაბათი მისი
Line: 9     
არს.

Line: 10     
და ესე ბურჯი ბერთა პატიოსანთა, ჴელისუფალთა
Line: 11     
და მუშათაჲ არს. კაცისა ასოთაგან წჳვნი კოჭთამდინ
Line: 12     
მისნი არიან. ქალაქთაგან ქუფაჲ და ყიპტისა ქუეყანაჲ
Line: 13     
და ედემი, ქირმანი მისნი არიან; წყალთაგან ნილოსი Page of ms.: 371 
Line: 14     
და დიდნი მდინარენი; ადგილთაგან ტყენი
Line: 15     
და ჰურიათა * სალოცავნი და ჯორთა და აქლემთა
Line: 16     
და ცხენთა სადგომნი და ოჴერნი ადგილნი მისნი
Line: 17     
არიან; და სულიერთაგან წყლისა მფრინველნი, მწავი
Line: 18     
და კატაჲ ველური და ნასნასი.

Line: 19     
ვინცა ამას ეტლსა ზედა იშვას, კაცი იყოს მოკლე
Line: 20     
და წუერ-გრძელი და თავ-დიდი, თუალ-ცოტაჲ და ლაშ-ფართოჲ
Line: 21     
და ბაგე-სქელი და თით-მოკლე და
Page of ed.: 32   Line: 22     
მკერდ-ბრტყელი, სიძვის მოყუარე, მძიმე-გონებაჲ და
Line: 23     
საქმედ ზანტი და ოქროჲსა შემკრებელი და არ წამგები
Line: 24     
არცა თავისათჳს და არცა სხუათათჳს. და ზოგმან
Line: 25     
მრავალ-ჯერ იშოოს და მრავალ-ჯერ დაგლახაკდეს.
Line: 26     
და ზოგი გლახაჲ და უღონოჲ და უბედური და ძჳრი და
Line: 27     
საწაღმართოჲსა საქმისა არ მოყუარე. ხელისუფალთაგან *
Line: 28     
მეურმე და ქვის მთლელი, მებოსტნე, მეაქლემე,
Line: 29     
მეწისქჳლე და რაჲცა ძნელი და საჭიროჲ საქმეა, მისი
Line: 30     
არს.

Line: 31     
ესე ბურჯი სამ-ნაწილი არს: პირველი ნაწილი ათ
Line: 32     
დარაჯამდის მთიებისაჲ არს და მეორე * ოც დარაჯამდის
Line: 33     
ოტერიდისაჲ არს და მესამე ოცდაათ * დარაჯამდის
Line: 34     
მთოარისაჲ არს.

Line: 35        
თუ მთიებისა ნაწილსა ზედა იშვას, კაცი იყოს პირ-კეკლუცი
Line: 36     
და წუერ-კეკლუცი, შაჰვის მოყუარე და
Line: 37     
მხიარული, მომღერალი და მრავლის მოყუარე და
Line: 38     
მკერდსა ზედა ნიშანი იყოს.

Line: 39        
და თუ ოტერიდისა ნაწილსა ზედა იშვას, იყოს
Line: 40     
თუალ-მაჩხი და მწერალი და ნარდისა და ჭადრაკისა
Line: 41     
მომღერალი, და ღჳნისა მსუმელი და ყოვლისა ჴელისუფლობისაგან
Line: 42     
ცოცოტაჲ ისწავლოს.

Line: 43     
და თუ მთოარისა ნაწილსა ზედა იშვას, იყოს კაცი
Line: 44     
პირ-მრგუალი და მჭლე და მლაღობელი და მრავლის-მეტყუელი
Line: 45     
და ზურგსა და ჴელსა და ფერჴსა ზედა ნიშანი
Line: 46     
იყოს, ანუ გალატოზობაჲ იცოდის კარგი, ანუ
Line: 47     
მეტყავე იყოს. და პარასკევი დღე არ აშუნდეს.

Line: 48        
და ვინცა მეშჳდესა და მეთექუსმეტესა და მეშჳდმეტესა
Line: 49     
და მეოცესა დარაჯასა ზედა იშვას, ბედიანი
Line: 50     
იყოს.Page of ms.: 372 


Line: n.32     
ჰრთა. ^
Line: n.33     
ამ სიტყვას წინ უზის ^
Line: n.34     
ეს სიტყვა მერეა ჩამატებული ^
Line: n.35     
ოცდათ ^




Next part



This text is part of the TITUS edition of Treatise on Zodiacal Signs and Planets.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.