TITUS
Apothegmata Patrum, Versio Theophili
Part No. 494
Previous part

Part: (Dan.)  
Chapter: _  
Apophthegm: _  
Page of edition: 692  
Line of edition: 1   დანართი
Page of ms.: E_Kut_40_236r 
Line of edition: 2  
Kut_40_236r-v


Line of edition: 3        ... [არა]ვის ეჩუენებოდა იგი მიერ დღითგან. წარვიდა ძიებად მისა ამბა
Line of edition: 4     
გელასი, მოწაფე მისი, ყოველთა ადგილთა და არა პოვა იგი და დაჯდა იგი
Line of edition: 5     
სენაკსა მისსა და მწუხარე იყო იგი განშორებისათჳს მოძღურისა თჳსისა. და
Line of edition: 6     
შემდგომად ექუსისა წლისა, მეცხრესა ოდენ ჟამსა დღისასა, ჰრეკა კაცმან
Line of edition: 7     
ვინმე კარსა სენაკისა მისისასა და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღუარი
Line of edition: 8     
იგი თჳსი მდგომარე კარსა ზედა და დაუკჳრდა ფრიად და ჰგონებდა,
Line of edition: 9     
ნუუკუე ეშმაკი ეჩუენა მას ხატითა მოძღურისა მისისაჲთა და ჰრქუა: ვყოთ
Line of edition: 10     
ლოცვაჲ. მაშინ ყო ლოცვაჲ ბერმან და შეიწყნარა იგი მოწაფემან მისმან სიხარულით
Line of edition: 11     
და შეიტკბნეს იგინი და ამბორს უყვეს ურთიერთარს მშჳდობით
Line of edition: 12     
და სიწმიდით. მაშინ ჰრქუა ბერმან მოწაფესა თჳსსა: კეთილად ჰყავ, შვილო
Line of edition: 13     
ჩემო, რამეთუ ყოვლისა პირველად ლოცვაჲ ითხოვე, რამეთუ საბრხენი
Line of edition: 14     
ეშამკისანი მრავალნი არიან. ჰრქუა მას მოწაფემან მისმან: რაჲსათჳს, ძმაო,
Line of edition: 15     
განეშორე ძმათაგან შენთა და დაუტევე შვილი შენი ობლად მწუხარებასა
Line of edition: 16     
შინა შენთჳს?

Line of edition: 17        
მიუგო მას ბერმან: მე თქუენგანი არავინ მხედვიდა, ვითარცა-იგი
Line of edition: 18     
ღმერთმან იცის, ხოლო მე არა განსრულ ვარ ადგილისა ამისაგან და არცა
Line of edition: 19     
კიდექმნულ ვარ ზიარებისაგან მამათა თანა ეკლესიასა ჴორცსა და სისხლსა
Line of edition: 20     
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

Line of edition: 21        
მაშინ დაუკჳრდა მოწაფესა მისსა, ვითარ იგი შევიდოდა და გამოვიდოდა
Line of edition: 22     
და არავინ მამათაგანი ჰხედვიდა მას. კუალად ჰრქუა მას მოწაფემან: და აწ
Line of edition: 23     
რაჲსათჳს მოხუედ მონისა შენისა? მიუგო ბერმან და ჰრქუა: დღეს მივიცვალები
Line of edition: 24     
ჴორცთა მათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა
Line of edition: 25     
შენ დაჰმარხენ იგინი, ვითარცა გინდეს და მისცნე ქუეყანსა მისნივე იგი.

Line of edition: 26        
და ფრიად ამცნებდა მოწაფესა თჳსსა და ეტყოდა სარგებელისათჳს სულისა
Line of edition: 27     
და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა.

Line of edition: 28        
და განირთხა თავი თჳსი აღმოსავალით კერძო და დაიწყვნა ჴელნი და
Line of edition: 29     
ფერჴნი თჳსნი და შეისუენა და სული თჳსი შეჰვედრა ჴელთა დამბადებლისა
Line of edition: 30     
თჳსისათა. მაშინ სრბით გამოვიდა მოწაფე მისი და უთხრა ესე მამათა.
Page of edition: 693   Line of edition: 1     
ხოლო იგინი მსწრაფლ მოვიდეს ერთბამად ჟამობითა და ჴელთა მათთა
Line of edition: 2     
აქუნდა რტოები ბაჲაჲსაჲ და წარიღეს გუამი მისი ეკლესიად და პირი მისი
Line of edition: 3     
ბრწყინვიდა ვითარცა მზე.

Line of edition: 4        
და ვითარცა ყოველნი ერთბამად ეკურთხნეს მისგან, დაფლეს იგი მამათა
Line of edition: 5     
თანა.

Line of edition: 6        
და სხუაჲცა ეგევითარი არს ჩემ თანა, რომლისა მინდა უწყებად თქუენდა,
Line of edition: 7     
მუნ მყოფთა მათთჳს მონაზონთა და რომელთა იგი საკჳრველთა იქმოდა
Line of edition: 8     
ღმერთი ჴელითა მათითა წმიდითა.

Line of edition: 9        
არამედ გხედავ თქუენ, რამეთუ გნებავს სმენად, ვითარ იგი მოისრნეს
Line of edition: 10     
მამანი და ვითარ მოიწინეს მტერნი მათ ზედა და მე წარმოგითხრა თქუენ
Line of edition: 11     
ყოველივე. რამეთუ ესრეთ სრულ იყვნეს წმიდანი იგი ყოველსა შინა საქმესა
Line of edition: 12     
მათსა და გლახაკ იქმნეს ღმრთისათჳს, არარას მოიგებდეს ამის საწუთროჲსა
Line of edition: 13     
საქმეთასა. და იყვნეს კაცნი ქუეყანისანი, რომელნი მოართუმიდეს მათ
Line of edition: 14     
იფქლსა ეგჳპტით და წარიღებდეს ჴელთსაქმარსა მათსა ნაცვალად მისა. და
Line of edition: 15     
უფროჲსღა საქმარ მათდა იყო ლოცვაჲ და მარხვაჲ და ყოველი სასოვებაჲ
Line of edition: 16     
მათი იყო ქუეყანასა და იყვნეს იგინი რიცხჳთ ორმეოცდა სამნი, თითოეული
Line of edition: 17     
მათგანი,სენაკსა მარტო იყოფინ და არვინ უწყინ, რასა იქმნ, გარნა უფალმან
Line of edition: 18     
დამბადებელმან მისმან, რომელმან უწყინ დაფარულნი კაცთანი. და ვითარ
Line of edition: 19     
ჩვენ ესე ვიყოფებოდით, მოგვიჴდეს ჩუენ ორნი კაცნი ჭალაკისა ერთისაგან,
Line of edition: 20     
რომელ არს ზღუასა შინა ლაბაშთა კერძო მცირედთა თელთა ზედა და
Line of edition: 21     
გჳთხრეს ვითარმედ: კრებული დიდი ლაბაშთაჲ მოიწია პირსა ზღჳსასა და
Line of edition: 22     
პოვეს ნავი ნავებსა შორის ნავისაგან ლალელთაჲსა და შეიპყრეს იგი და
Line of edition: 23     
ეგულებოდა აღსლვად მას შინა და წარსლვაჲ კულიზმად და გურქუეს ჩუენ,
Line of edition: 24     
მიგჳყვანენით ჩვენ კულიზმად და არავინ თქუენგანი მოვკლათ. ხოლო ჩვენ
Line of edition: 25     
უქადა...
Page of edition:    Line of edition:    Page of ms.:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Apothegmata Patrum, Versio Theophili.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.