TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 80
Previous part

Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   არა მოჰგუარო უფალსა ღმერთსა შენსა ზუარაკი ანუ ცხოვარი, რომლისა თანა იყოს ბიწი, მის თანა ყოველი ჭამადი ხენეში, რამეთუ საძულელ არს უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ხოლო იპოოს თუ შენ შორის ერთსა შინა ქალაქთა შენთაგანსა, რომელთა უფალი ღმერთი მიგცემს შენ, მამაკაცი ანუ დედაკაცი, რომელმან ქმნას ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
გარდასლვაჲ მცნებისა მისისაჲ და მოსრულთა ჰმსახურონ ღმერთთა სხუათა და თაყუანის-სცენ მათ მზესა, ანუ მთუარესა, ანუ ყოველსავე ცისა სამკაულისაგანსა, რომელი არა უბრძანე,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მიგეთხრა შენ და გამოიძიე ფრიად, და, აჰა, ჭეშმარიტ Page of ms. Ga: 246v   იქმნა სიტყუაჲ: ქმნილ არს საძაგელებაჲ მისი ისრაელსა შორის,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და განიყვანო კაცი იგი ანუ დედაკაცი იგი, რომელთა ქმნეს საქმე ესე ბოროტი, გარეგან ბჭესა და ქვადაკრებულ-ჰყვენით იგინი ქვებითა და აღესრულნენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ორითა მოწამითა ანუ სამითა მოწამითა მოკუდინ მოკუდომად, არა მოკუდეს ერთითა მოწამითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ჴელნი მოწამეთანი იყვნენ მის ზედა პირველად მოკუდინებად მისსა და ჴელი ყოვლისა ერისაჲ უკუანაჲსკნელ და მოსპეთ ბოროტი თქუენ მაგათგან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ შეუძლებელ იქმნეს თქუენგან სიტყუაჲ საშჯელსა შინა შორის სისხლისა სისხლი და შორის შეხებისა შეხებაჲ და შორის ცილობისა ცილობაჲ, სიტყუაჲ საშჯელისაჲ ქალაქთა შინა შენთა, და აღდგომილი აღხჳდე ადგილად, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 247r   მიხჳდე მღდელთა მიმართ ლევიტელთა და მსაჯულისა მიმართ, რომელიცა იყოს მათ დღეთა შინა, და გამომეძიებელთა მიგითხრან შენ მშჯავრი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ჰქმნა სიტყჳსაებრ, რომელი მიგითხრან შენ ადგილისაგან მათ, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ, და დაიცვა ფრიად ქმნად ყოვლისაებრ, რაოდენი რაჲ შჯულ-გიდვან შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
შჯულისაებრ და მშჯავრისაებრ, რომელიცა გრქუან შენ, ჰყო, არა მისდრკე სიტყჳსაგან, რომელი მიგითხრა შენ, მარჯუენით, არცა მარცხენით.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, რომელმანცა ყოს თქუენ შორის ამპარტავნებით არასმენაჲ მღდელისა წარდგომილისაჲ მსახურებად სახელსა ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა ანუ მსაჯულისაჲ, რომელიცა იყოს იგი და მოსპოთ ბოროტი ისრაელისაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა ერსა მსმენელსა შეეშინ\ოს Page of ms. Ga: 247v   და არღა იუღმრთოოს მერმე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ შეხჳდე ქუეყანასა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ წილად, და დაიმკჳდრო იგი და დაეშენო მას ზედა და სთქუა: დავიდგინო თავისა ჩემისა მთავარი, ვითარცა სხუათა წარმართთა გარემოჲს ჩემსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და დადგინებით დაიდგინო თავსა შენსა ზედა მთავარი, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგან შენთა, დაადგინო თავსა ზედა მთავარი, არა გეძლოს დადგინებად შენ ზედა კაცი უცხოჲ, რამეთუ არა ძმაჲ შენი არს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
გარნა არა განიმრავლოს თავისა თჳსისა ცხენი, არცა მიაქციოს ერი ეგჳპტედ, რაჲთა არა განიმრავლოს თავისა თჳსისა ცხენი, ხოლო უფალმან თქუა: არა შესძინოთ უკუმოქცევად მერმე გზასა ამას.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ნუ განიმრავლებნ თავისა თჳსისა ცოლებსა, რაჲთა არა განდრკეს გული მისი და ვეცხლი და ოქროჲ არა განიმრავლოს თავისა თჳსისა ფრიად.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 248r   და იყოს, რაჟამს დაჯდეს საყდარსა ზედა მთავრობისა თჳსისა და დაწეროს თავისა თჳსისათჳს მეორე საშჯულოჲ ესე წიგნად მღდელთა მიერ ლევიტელთა

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს მის თანა დღეთა ცხორებისა მისისათა, რაჲთა ისწავოს შეშინებად უფლისაგან ღმრთისა თჳსისა დაცვად ყოველთა ამათ მცნებათა და სამართალთა მისთა ქმნად,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა ამაღლდეს გული მისი ძმათაგან მისთა, რაჲთა არა გარდაჰხდეს მცნებათაგან მარჯულ ანუ მარცხლ, რაჲთა გრძელ ჟამ იყოს მთავრობასა შინა თჳსსა იგი და ძენი მისნი შემდგომად მისსა ძეთა შორის ისრაელისათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.