TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 81
Previous part

Chapter: 18  
თავი XVIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   არა ეყოს მღდელთა ლევიტელთა, ყოველსა ტომსა ლევისსა ნაწილი, არცა სამკჳდრებელი ისრაელსა შორის, ნაყოფებნი უფლისანი იყვნენ ნაწილ მათდა, ჭამდენ მათ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ხოლო წილი არა იყოს მათი ძმათა შორის, თჳთ უფალი წილ მათდა არს, ვითარ-იგი თქუა მან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ესე არს სამართალი მღდელთაჲ ერისა\გან Page of ms. Ga: 248v   დამკვლელთაგან მსხუერპლთაჲსა, გინათუ ზუარაკისა ანუ ცხოვარისა, და მისცე მღდელსა მჴარი და ყბანი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დასაბამნი იფქლისა შენისა და ღჳნისა შენისა და ზეთისა შენისანი და დასაბამი ნარისუალთა ცხოვართა შენითაჲ მისცე მას.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან ტომთა შენთა წარდგომად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა მსახურებად და კურთხევად სახელითა უფლისაჲთა იგინი და ძენი მისნი ყოველთა დღეთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთისაგან ქალაქთა თქუენთაგანისა ყოველთაგან ძეთა ისრაელისათაჲსა, რომელსა შინა მსხემ იყოს იგი, მით, რამეთუ გული უთქუამს სულსა მისსა, ადგილსა, რომელიცა გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მსახურებად სახელსა უფლისა ღმრთისა მისისასა, ვითარცა ყოველნი ძმანი მისნი ლევიტელნი წარდომილნი მუნ წინაშე უფლისა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ნაწილი განნაწილებული ჭამენ მან გარეშე ნაქმრისა ტომობითისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შეხჳდე ქუეყანასა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ, არა ისწავო ქმნად მსგავსად საძაგელებისა მათ ნათესავთაჲსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
არა იპოვოს შენ შორის გარეშე მჴდელი ძისა თჳსისა, ანუ ასულისა თჳსისაჲ ცეცხლსა; მგრძნებავი გრძნებასა, მემისნე, მწამლველი,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მრთუანავი რთუანვასა, მუცლითმეზღაპრე და ნიშთმზმნელი, მკითხავი მკუდართაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველი მოქმედი ამათი. ამათ საძაგელებათათჳს უფალი ღმერთი შენი მოსპო\ლავს Page of ms. Ga: 249r   მათ პირისაგან შენისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
სრულ იყავ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წარმართნი ესე, რომელთა შენ დაიმკჳდრებ მათ, იგინი მისნობათა და გრძნებათა ისმენენ. ხოლო შენ არა ესრეთ მოგცა უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელი ძმათაგან შენთა, ვითარცა მე, აღადგინოს უფალმან ღმერთმან შენმან, მისი ისმინეთ,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მსგავსად ყოველთა, რაოდენ\ნი Page of ms. Ga: 249v   ითხოვენ უფლისაგან ღმრთისა შენისა ქორებს შინა დღესა ეკკლესიობისასა, მეტყუელთა: არა შევსძინოთ სმენაჲ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ და ცეცხლი ესე დიდი არა ვიხილოთ მერმე, არცა მოვკუდეთ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: მართლიად თქუნეს ყოველნი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელი აღუდგინო მათ საშუალისა\გან Page of ms. Ga: 250r   ძმათა მათთაჲსა, ვითარ-სახედ შენ, და მივსცე სიტყუაჲ ჩემი პირსა მისსა და ეტყოდის მათ, ვითარცა-იგი ვამცნო მას.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, რომელმანცა არა ისმინოს სიტყუათა მისთაჲ, რაოდენი რაჲ თქუას წინაწარეტყუელმან სახელითა ჩემითა, მე შური ვიძიო მისგან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
გარნა წინაწარმეტყუელმან, იუმსახურებლოს თქუმად Page of ms. Ga: 250v   სიტყუაჲ სახელითა ჩემითა, რომლისაჲ არა უბრძანე თქუმაჲ, და რომელმანცა თქუას სახელითა ღმერთთა სხუათაჲთა, მოკუედინ წინაწარმეტყუელი იგი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ იტყჳ გულსა შინა შენსა: ვითარ შევიცანთ სიტყუაჲ, რომელი არა თქუა უფალმან?

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რაოდენი თქუას წინაწარმეტყუელმან სახელითა უფლისაჲთა, რაოდენი უკუეთუ თქუას, და Page of ms. Ga: 251r   არა იქმნეს სიტყუაჲ და არა მოჰჴდეს სიტყუაჲ იგი, რომელსა არა იტყოდა უფალი ღმერთი, უმსახურებლობით მეტყუელებს წინაწარმეტყუელი იგი, არა შეუდგეთ მას.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.