TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 84
Previous part

Chapter: 21  
თავი XII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   იპოოს თუ წყლული ქუეყანასა შენსა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ სამკჳდრებელად, დაცემული ველსა ზედა და არა უწყოდი დამცემელი,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
გამოვიდეს ბერობაჲ და მსაჯულნი შენნი, მოზომნენ ქალაქნი გარემოჲსნი წყლულისანი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ქალაქი, რომელი ეახლოს დაწყლულსა, და მოიყვანოს ბერობამან მის ქალაქისამან დიაკეული ზროხათაგან, რომელსა არა ემუშაკოს და რომელსა არა ეზიდოს უღელი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შთაიყვანოს ბერობამან მის ქალაქისამან დიაკეული ღელესა ძნელსა, რომელი არა მოქმნილ, არცა დათესულ იყოს, და ძარღუშეჭრილ-ყონ დიაკეული ღელესა შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ მღდელნი ლევიტელნი, რამეთუ იგინი გამოირჩინა უფალმან ღმერთმან შენმან წინაშემდგომელად თჳსსა და კურთხევად სახელითა მისითა და პირითა Page of ms. Ga: 254v   მათითა იყოს ყოველი შეხებაჲ და ყოველი ცილობაჲ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ყოველმან ბერობამან მის ქალაქისამან მახლობელთა მათ წყლულისათა დაიბანნენ ჴელნი თავსა ზედა დიაკეულისა ძარღუშეჭრილისასა ღელესა შინა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მიმგებელთა თქუან: ჴელთა ჩუენთა არა დასთხიეს სისხლი ესე, თუალთა ჩუენთა არა იხილეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მლხინებელ ექმნეს ერსა შენსა ისრაელსა, რომელი გამოიჴსენ, უფალო, ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთა არა იქმნეს სისხლი უმიზეზოჲ უმიზეზოჲ ერსა შორის Page of ms. Ga: 255r   ისრაელისასა. და ლხინება-ყონ მათ სისხლი უმიზეზოჲ თქუენ მაგათგან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და კეთილ იყოს შენდა, უკუეთუ ჰყო კეთილი და სათნოჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ განხჳდე ბრძოლად მტერთა შენთა ზედა და მოგცნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და წარმოსტყუენო ნატყუენავი მათი

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იხილო ნატყუენავსა შინა დედაკაცი კეთილი ქმნულებითა და შეგთნდეს იგი და მიიყვანო იგი შენდა ცოლად,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შეიყვანო იგი შინაგან სახლსა შენისა და Page of ms. Ga: 255v   დაჰყჳნო თავი მისი და მოუყვნე ფრცხილნი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და განსძარცო სამოსელი ტყუეობისა მისისაჲ Page of ms. Ga: 256r   მისგან, დაჯდეს სახლსა შინა შენსა და დაიტიროს მამაჲ და დედაჲ დღეთა თთჳს\ათა Page of ms. Ga: 257r   და ამის შემდგომად შეხჳდე მისსა მიმართ და თანა-იმკჳდრო იგი და იყოს შენდა ცოლ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ არა ინებო იგი, განვლინო იგი თავისუფლად და სასყიდლითა არა განისყიდო ვეცხლისაჲთა, არა შეურაცხ-ჰყო იგი, რამეთუ დაამდაბლე იგი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იყვნენ კაცისა ცოლნი ორნი: ერთი მათგანი შეყუარებული და ერთი მათგანი მოძულებული, და შვნენ მათ -- შეყუარებულმან და მოძულებულ, და იყოს ძე პირმშოჲ Page of ms. Ga: 257v   მოძულებულისაჲ მის,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყოს, დღესა, რომელსა წილ-უგდებდეს მონაგებთა თჳსთა ძეთა მისთა, ვერ უძლოს გაპირმშოებაჲ ძესა პირმშოსა მის შეყუარებულისასა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არამედ პირმშოდ ძედ მოძულებულისაჲ იცნობებოდის მიცემად მისსა მრჩობლნი ყოველთაგან, რომელნიცა იპოვნენ მისნი, რამეთუ იგი არს დასაბამი შვილთა მისთაჲ და მას შეეტყუებიან საპირმშონი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ვისმე ძე ურჩ იყოს და მჴდომი, არამსმენელ ჴმასა მამისა Page of ms. Ga: 258r   და დედისასა, და სწავლიდნენ მას და არა უსმინოს მათ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შემპყრობელთა მისთა -- მამამან მისმან და დედამან მისმან მიიყვანონ იგი წინაშე ბერობასა ქალაქისა მისისასა და ბჭესა ზედა ადგილისა მისისასა,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუან კაცთა ადგილსა მისისათა, მეტყუელთა: ძე ესე ურჩ არს და მჴდომ და არა ერჩის ჴმასა ჩუენსა, ანკანაკობს, ღჳნით მესულეობს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ქვადაკრებულ-ყონ კაცთა მის ქალაქისათა ქვებითა და მოკუდეს Page of ms. Ga: 258v   და აღიღეთ ბოროტი თქუენ მაგათგან და ნეშტნი მსმენელნი შეშინდენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ იქმნეს ცოდვისა რაჲსათჳსმე მშჯავრნი სიკუდილისაჲ, და მოკუდეს და დამოჰკიდოთ იგი ძელსა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
არა დააძინოთ სხეული მისი ძელსა ზედა, არამედ დაფლვით დაჰფალთ იგი მას დღესა შინა, რამეთუ წყეულ არს ღმრთისა მიერ ყოველი დამოკიდებული ძელსა ზედა, და არა შეაგინოთ ქუეყანაჲ, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცა შენ წილითა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.