TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 94
Previous part

Chapter: 31  
თავი XXXI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და დაას\რულნა Page of ms. Ga: 284r   მოსემან მეტყუელმან ყოველთა ამათ სიტყუათამან ყოველტა მიმართ ძეთა ისრაელისათა

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ: ას და ოცთა წელთაჲ ვარ დღეს მე, ვერ ძალ-მიც მერმე შესლვად და განსლვად. ხოლო უფალმან თქუა ჩემდამო: არა განჰვლო იორდანე ესე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უფალი ღმერთი შენი წინამავალი წინაშე პირსა შენსა, მან მოსრნეს ნათესავნი ესე პირისაგან შენისა და დაიმკჳდრნე იგინი და იისუ წინამავალმან წინაშე პირსა შენსა, ვითარცა თქუა უფალმან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და უყოს უფალმან მათ, ვითარცა უყო სიონს და ოგს -- ორთა მეფეთა ამორრეველთასა, რომელნიიყვნეს წიაღ იორდანესა და ქუეყანასა მათსა, ვითარ-სახედ მოსრნა იგინი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოგცნა იგინი უფალმან წინაშე თქუენსა და უყავთ მათ, ვითარცა გამცენით თქუენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ, ნუცა შჯაბნობ, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი წინამავალი თქუენ თანა თქუენ შორის არს, არა გიტეოს, არცა დაგაგდოს შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა მოსემან ისოს და Page of ms. Ga: 284v   ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა ისრაელისა: მჴნე იყავ და განძლიერდი, რამეთუ შენ შეხჳდე წინაშე პირსა ამის ერისასა ქუეყანად, რომელსა ეფუცა უფალი მამათა ჩუენთა მიცემად მათდა, და შენ დაუმკჳდრო მათ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და უფალი თანამავალი შენი შენ თანა, არა დაგაგდოს, არცაღა დაგიტეოს შენ, ნუ გეშინინ, ნუცა შჯაბნობ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დაწერნა მოსემან ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი წიგნსა შინა და მისცა იგი მღელთა, ძეთა ლევისთა, აღმღეთა კიდობნისა აღთქუმისა უფლისათა, და მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათასა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ამცნო მათ მოსემან მას დღსა შინა, მეტყუელმან: შემდგომად შჳდისა წლისა, ჟამსა შინა წელიწდისა მიტევებისასა, დღესასწაულსა კარვისქმნისასა,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
შემოსლვასა ყოვლისა ისრაელისასა ჩუენებად წინაშე პირსა უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა, რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, წარიკითხეთ შჯული ესე წინაშე ყოვლისა ისრელისა ყურთა მიმართ Page of ms. Ga: 285r   მათთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ეკლესია-ყავთ ერი, მამანი და დედანი და შვილნი და მწირი ქალაქთა შენთა შინა, რაჲთა ისმინონ და რაჲთა ისწავონ შეშინებად უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ ქმნად ყოველთა სიტყუათა ამის შჯულისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ძეთა მათთა, რომელთა არა უწყიან, ისმინონ შეშინებად უფლისა ღმრთისა თქუენისა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყვნენ იგინი ქუეყანასა ზედა, რომლისა მიმართ თქუენ წიაღ-ჰჴდებით იორდანესა მუნ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: Page of ms. Ga: 285v   აჰა, მოეახლნეს დღენი სიკუდილისა შენისანი. მოხადე ისუს და დადეგით კართა თანა კარვისა საწამებლისათა და ვამცნო მას. და წარვიდა მოსე და იისუ კარვად საწამებლად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და დადგა სუეტი ღრუბლისაჲ კართა ზედა კარვისა საწამებლისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: აჰა, შენ დაიძინებ მამათა შენთა თანა და აღდგომილმან ერმან ამან ისიძვოს შედგომად ღმერთთა უცხოთა ქუეყანისათა, რომელსა შევალს მისსა მიმართ, და დამიტეონ მე და განხეთქონ აღთქუმაჲ ცემი, რომელ აღუთქუ მათ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და განურისხნე გულისწყრომით მათ მას დღესა შინა და დაუტევნე იგინი და მივიქციო პირი ჩემი მათგან. და იყვნენ შესაჭმელ და პოონ იგი წირთა მრავალთა და ძჳრთა, და თქუას მას დღესა შინა მით, რამეთუ არა არს უფალი ღმერთი ჩუენ შორის, მპოეს მე ძჳრთა ამათ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე მეცევით მივიქციო პირი ჩემი მათგან მას დღესა შინა ყოველთათჳს უკეთურებათა მათთა, რომელნი ქმნნეს, რამეთუ მიიქცეს ღმერთთა მიმართ უცხოთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და აწ დაწერენ სიტყუანი ამის გალობისანი და ასწავე ძეთა ისრაელისათა და შედევით ესე პირსა მათსა, რაჲთა იქმნეს ჩემდა გალობაჲ ესე საწამებელად ძეთა მიმართ ისრაელისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შევიყვანე იგინი ქუეყანასა კეთილსა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, ქუეყანასა, მადინებელსა თაფლსა და სძესა, და ჭამონ და აღვსებულნი განძღენ და მიიქცენ ღმერთთა მიმართ უცხოთა და ჰმსახურონ მათ და განმაძჳნონ მე და განხეთქონ აღთქუმაჲ Page of ms. Ga: 286r   ჩემი, რომელ აღუთქუ მათ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს პოონ იგი ძჳრთა მრავალთა ჭირთა, და წინა დადგეს გალობაჲ ესე წინაშე პირსა მათსა საწამებელად, რამეთუ არა მოაკლდეს პირისაგან მათისა და პირისაგან თესლისა მათისა, რამეთუ მეუწყი უკეთურებაჲ მათი, რაოდენთა ჰყოფენ აქა დღეს უწინარეს შეყვანებისა მათისა ჩემ მიერ ქუეყანად კეთილად, რომელ ვეფუცე მამათა მათთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დაწერა მოსემან გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავა იგი ძეთა ისრაელისათა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ამცნო მოსემან იისუს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნობდ და განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანებ ძეთა ისრაელისათა ქუეყანად, რომელსა უფალი ეფუცა მათ, და თჳთ იყოს შენ თანა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ხოლო რაჟამს დაასრულნა მოსემან მწერალმან ყოველთა სიტყუათა შჯულისა ამისთა წიგნსა შინა დასასრულამდე

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ამცნო ლევიტელთა, აღმღებელთა კიდობნისა აღთქუმისა უფლისათა, მეტყუელმან:

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მიმღებელთა წიგნსა ამის შჯულისასა შეაკართ ესე იგურდივ კიდობნისა აღთქუმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა და იყოს მუნ საწამებელად თქუენდა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე უწყი მჴდომობაჲ შენი და ქედი შენი ფიცხელი, რამეთუ ჯერეთ ჩემსაღა სიცოცხლესა თქუენ თანა დღეს განმამწარებელნი ხართ ღმრთისა მიმართთანი, ვითარ არა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
აეკკლესიენით ჩემდამო ტომთმთავარნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი თქუენნი, რაႨთა ვთქუნე ყურთა მიმართ მათთა ყოველნი ესე სიტყუანი და მოწამე-უყვნე მათ ცაჲ და ქუეყანაჲ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
უწყი, რამეთუ ვითარმედ შემდგომად Page of ms. Ga: 286v   აღსრულებისა ჩემისა უსჯულოებით იუშჯულოოთ და მისდრკეთ გზისაგან, რომელი გამცენით თქუენ, და შეგემთხჳნენ თქუენ ძჳრნი უკუანაჲსკნელსა დღეთასა, რამეთუ ჰქმნად ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა განრისხებად მისსა საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და თქუნა მოსემან ყურთა მიმართ ყოვლისა ეკკლესიისა ისრაელისაჲსა სიტყუანი ამის გალობისანი ვიდრე დასასრულადმდე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.