TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 184
Previous part

Chapter: 31  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   და დაასრულნა მოსე ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა-იგი ეტყოდა ძეთა მიმართ ისრაილისათა.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ჰრქუა მათ: ასოც წლის ვარ მე დღეს და ვერ მიძლავს მე შემოსლვად და განსლვად თქუენ წინაშე, რამეთუ უფალმანცა მრქუა მე, ვითარმედ: არა წიაღჰჴდე შენ იორდანესა.

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალი ღმერთი წინაგიძღოდის შენ და მან მოსპნეს ყოველნი მტერნი შენნი წინაშე პირსა შენსა და დაგიმკჳდროს შენ ქუეყანაჲ იგი, რამეთუ ისო წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა, ვითარცა ეტყოდა ღმერთი.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეგრეცა უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, რაჲცა-იგი უყო სეონს და ოგს, ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ...

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოგცნა იგინი მან ღმერთმან თქუენმან ჴელთა თქუენთა და უყავთ მათ, ვითარა-იგი გამცენ თქუენ:

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მჴნე იყავ, განძლიერდი, ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები, ნუცა დაბრკოლდები პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანაგივალს შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მერმე სიტყუად იწყო მოსე ისოჲსა და ჰრქუა მას წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ წარუძღუე ერსა ამას და შეხჳდე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა მიცემად მაგათ და შენ დაუმკჳდრო იგი მაგათ.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და უფალი ღმერთი თანაგივიდოდის შენ, არა დაგაგდოს შენ, არცა უგულებელს-გყოს შენ, ნუ გეშინინ. ნუცა შესძრწუნდები შენ ...

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
წიგნსა და მატიანთა, და მისცა იგი ძეთა ლევისთა მღდელთა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲსა და ყოველთა მათ მოხუცებულთა ერისა მის ისრაჱლისათა.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მერმე ამცნებდა მათ მოსე მას დღესა შინა და ჰრქუა: მეშჳდესა მას წელსა ჟამსა მას წელიწადისა მის მიტევებისასა და დღესასწაულსა მას ტალავრობისასა,

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რაჟამს შეკრბებოდიან ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი წარდგომად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან და აღმოიკითხოდის წიგნი ესე შჯულისაჲ ყოველთა მათ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ყურთა ყოვლისა მის

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
კრებულისა ერისათა მამებისა და დედებისათა, რომელ იყოს ქალაქთა შინა შენთა, რათა ესმოდის და შეისწაონ შიში იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ და ყონ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გარდამოჴდა უფალი სუეტითა მით ღრუბლისაჲთა წინაშე კართა მის საწამებელისათა.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აწ, ეგერა, დაიძინო მამათა შენთა თანა და აღდგეს ერი იგი, ისიძვიდეს სამსახურებელთა მიმართ უცხოთა მაგის ქუეყანისათა, რომელსა შევლენან მაგას და დამიტეონ მე და გარდაჰჴდენ შჯულსა მას და მცნებათა ჩემთა, რომელ ვამცენ მათ.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და განვრისხნე გულისწყრომით მათ ზედა მას დღესა შინა და დავსთხინე იგინი და გარემივაქციო პირი ჩემი მათგან და იყვნენ იგინი საჭმლად მჴეცთა ქუეყანისათა, იპოვნენ იგინი ძჳრთა პირად-პირადთა და ჭირთა და თქუენ მას დღესა შინა, არა ვიდრემე ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი, ამისთჳს მპოვნეს ჩუენ ძჳრთა ამათ პირად-პირადთა და ჭირთა.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მე გარემიქცევითა გარემოვიქციო პირი ჩემი მათგან მას დღესა შინა უკეთურებათა მათთათჳს, რიმელსა-იგი იქმოდეს, რამეთუ მიეცეს სამსახურებელთა უცხოთა.

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და აწ დაწერენით სიტყუანი ესე ამის გალობისანი და დაასწავლენით ძეთა მათ ისრაჱლისათა და შეასწავენით იგინი პირსა მათსა, რათა იყოს გალობაჲ ეგე საწამებელად ძეთა მაგათ შორის ისრაჱლისათა.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რაჟამს შევიყვანენ იგინი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათ თქუენთა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ჭამონ და განძღენ და მიიქცენ კერპთა მათ მიმართ უცხოთა და ჰმსახურებდენ მათ და განმარისხონ მე და გარდაჰჴდენ მცნებათა მათ შჯულისა ჩემისათა.

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაწერა მოსე გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავებდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ამცნებდა მოსე ისოს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანნე ძენი ეგე ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მათ, რამეთუ იგი თავადი წინაგიძღოდის შენ.

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იყო, რაჟამს დაასრულნა მოსე შთაწერად სიტყუანი ესე ამის სჯულისანი წიგნთა მატიანთასა.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ამცნებდა ლევიტელთა მათ, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა მის უფლისაჲ და ჰრქუა:

Verse: 26   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მიიღე წიგნი ესე მცნებათა მათ შჯულისა მის უფლისათაჲ და შთადევ ეგე გუერდით კერძო კიდობნისა მის შჯულისა მის უფლისა და იყავნ ეგე თქუენ შორის საწამებელად,

Verse: 27   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ მე უწყი ზრზინებაჲ ეგე თქუენი და ქედფიცხელებაჲ ეგე თქუენი. რამეთუ მე, ესერა, ვიდრე ცოცხალღა ვარ დღეს, განამწარებთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რავდენღა უფროჲს სიკუდილისა ჩემისა ჰყოთ ესე თქუენ.

Verse: 28   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწ შემოკრიბე ჩემ წინაშე მთავრები იგი თქუენი და მღდელნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი იგი განმგებელნი თქუენნი, რათა ვეტყოდი ყურთა მათთა სიტყუათა ამათ და დავდვა აღთქუმა ესე ჩემი მათ თანა და მოწამე ვიყო მათ წინაშე ცაჲ და ქუეყანაჲ.

Verse: 29   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უწყი მე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა უსჯულოებით უსჯულოებდეთ და გარდააქციოთ გზისა მისგან, რომელ-ესე მე გამცენ თქუენ და შეგემთხჳოს თქუენ ბოროტი შემდგომად მათ დღეთა, რამეთუ ბოროტსა იქმოდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და განარისხოთ საქმითა მით ჴელთა თქუენთაჲთა.

Verse: 30   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ გალობისათა ყურთა ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისათა მიაღსასრულადმდე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.