TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 98
Previous part

Book: Jos.  
იისუ ნავესი


Chapter: 1  
თავი I


Verse: 1   Link to sept   Page of ms. Ga: 305r   Page of ms. Gb: 150r  და იყო შემდგომად აღსრულებისა მოსესსა და ჰრქუა უფალმან იისუს, ძესა ნავესსა, მსახურსა მოსესსა, მეტყუელმან:

Verse: 2   Link to sept   
მოსე, მსახური ჩემი, აღესრულა. აწ უკუე აღდგომილი წიადვედ იორდანესა შენ და ყოველი ესე ერი ქუეყანასა [მას], რომელსა მე მივცემ მათ.

Verse: 3   Link to sept   
ყოველსა ადგილსა, Page of ms. Ga: 305v   რომელსაცა აღვიდეს კუალი ფერჴისა თქუენისაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარ-სახედ ვარქუ მოსესა.

Verse: 4   Link to sept   
უდაბნოჲ და წინაშე ლიბანესა ვიდრე დიდად მდინარედ ევფრატად, ყოველი ქუეყანაჲ ქეტტელისაჲ და ვიდრე ზღუამდე უკუანაჲსკნელად, დასავალით მზისაჲთ იყოს საზღვარ თქუენდა.

Verse: 5   Link to sept   
და არა წინააღდგეს კაცი არცა ერთი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა შენისათა და ვითარ Page of ms. Ga: 307r   -- იგი ვყავ მოსეს თანა, ეგრეთ ვყო შენ თანაცა. და არა დაგიტეო შენ, არცა უგულებელს-გყო შენ.

Verse: 6   Link to sept   
განძლიერდი და მმამრობდ, რამეთუ შენ განუნაწილო ერსა ამას ქუეყანაჲ, რომლისა ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა.

Verse: 7   Link to sept   
ძლიერობდცა უკუე და მმამრობდ დამარხვად და ქმნად, ვითარ-იგი გამცნო შენ მოსემან. მონამან ჩემმან. და არა მისდრკე მათგან მარჯუენედ მიმართ, არცა მარცხენედ მიმართ, რაჲთა გულისხუმიერ იყო ყოველთა შინა, რომელთა ჰყოფდე.

Verse: 8   Link to sept   
და არა განიშორო წიგნი შჯულისაჲ ამის პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე. რაჲთა დაიცვნე ქმნად ყოველნი შთაწერილნი მას შინა. მაშინ წარგემართოს და წარიმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხუმა-ჰყო

Verse: 9   Link to sept   
აჰა, გამცნებ მე შენ: განძლიერდი და მმამრობდ, ნუ შეშჯაბნდები, ნუცა შეშინდები. რამეთუ შენ თანა არს უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა, რომელსაცა ხჳდოდი.

Verse: 10   Link to sept   
და ამცნო იისუმან მწიგნობართა ერისათა, მეტყუელმან:

Verse: 11   Link to sept   
შევედით საშუალ ბანაკსა ერისასა და ამცენით ერსა მეტყუელთა: აღიმზადეთ გამოსაზრდელი, რამეთუ მერმე სამნიღა დღენი, და განჰვლოთ იორდანე ესე, შესრულთა დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელსა უფალი ღმერთი მამათა თქუენთაჲ მიგცემს თქუენ.

Verse: 12   Link to sept   
და რუბენსა და გადსა და კერძოსა ტომსა მანასისსა ჰრქუა იისუმან:

Verse: 13   Link to sept   
მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელი გამცნო თქუენ მოსემან. მონამან უფლისამან. მეტყუელმან: უფალმან ღმერთმან თქუენმან განგისუენა თქუენ და მოგცა თქუენ ქუეყანაჲ ესე.

Verse: 14   Link to sept   
Page of ms. Ga: 307v   ცოლნი თქუენნი და შვილნი თქუენნი და საცხოვარი თქუენი დაემკჳდრენინ ქუეყანასა, რომელი მოგცა თქუენ მოსემან წიაღ იორდანესა, ხოლო თქუენ წიადმოჴედით კეთილ-სარტყლებნი უპირველესნი ძმათა თქუენთანი, ყოველი შემძლებელი, და ეთანამბრძოლენით მათ,

Verse: 15   Link to sept   
ვიდრემდისცა განუსუენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძმათა თქუენთა, ვითარ-იგი თქუენ, და დაიმკჳდრონ ამათცა ქუეყანაჲ, რომელი უფალმან ღმერთმან თქუენმან მისცეს მათ. და წარხჳდეთ თითოეული სამკჳდრებელსა თჳსსა, რომელი მიგცა თქუენ მოსემან, მონამან უფლისამან, წიაღ იორდანესა აღმოსავალით მზისაჲთ.

Verse: 16   Link to sept   
და მიმგებელთა იისუჲსთა ჰრქუეს: ყოველთა, რაოდენთა მამცნებ ჩუენ, ეჰყოფთ და ყოველსა ადგილსა, რომელსაცა მიმავლინენ ჩუენ, მივალთ.

Verse: 17   Link to sept   
და ყოველთაებრ, რაოდენნი ვისმინენით მოსესნი, ვისმენთ შენსა, თჳნიერ იყავნ უფალი ღმერთი ჩუენი შენ თანა, ვითარ-სახედ იყო მოსეს თანა.

Verse: 18   Link to sept   
ხოლო კაცი, რომელი გეურჩოს შენ და ვინცა არა ისმინნეს სიტყუანი შენნი, ვითარ-სახედცა ამცნო მას. მოკუჱდინ, არამედ განძლიერდი და მმამრობდ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.