TITUS
Epistolae Catholicae (D)
Part No. 9
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღაცათუ* ვინმე ურჩ არნ* სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეეძინნენ*,
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხედვიდენ* რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსათა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა, შემკობაჲ,
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ* მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ქმარნი ეგრეთვე* მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით* შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა* წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილნი*, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳან* ზაკუვასა,
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მოიქეცინ ბოროტისაგან და* ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა, ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და ვინ-მე არს ბოროტის მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის* მობაძავ იქმნენით*?
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ, ხოლო შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა, განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
გონებაჲ გაქუნდინ* კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა.
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ უმჯობეს არს, კეთილსა თუ იქმოდით, ეგრე* თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა არა* ბოროტსა თუ იქმოდით.
Verse: 18   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,
Verse: 19   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომლითაცა საპყრობილესა მას სულთასა* მივიდა და ქადაგა,
Verse: 20   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს-იგი* ერთ გზის თავს-ედვა* სულ-გრძელებასა ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა*, შემზადება[სა] მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი*, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.
Verse: 21   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომლისა სახედ აწ* თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ*, არამედ გონებისა კეთილისა* ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა,
Verse: 22   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა* ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (D).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.