TITUS
Epistolae Catholicae (G)
Part No. 7
Previous part

Book: 1.Petr.  
პეტრე მოციქულისა პირველი წიგნი კათოლიკე



Chapter: 1  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   პეტრე, მოციქული იესუ ქრისტჱსი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა*,
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
წისაჲსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა* თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოელად* აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად* დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელნი-ეგე* ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა.
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა შინა განსაცდელთა,
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა,
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ* და გრწამს. იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ,
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს,
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაჲსწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას მათსა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა [მათ] უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
არამედ მწოდებელისა* მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
და უკუეთუ მამით ხადით* მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითოეულისა* საქმეთაჲ*, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.
Verse: 18   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,
Verse: 19   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა,
Verse: 20   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
წინაჲსწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს;
Verse: 21   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ.
Verse: 22   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებელ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას* იყუარებოდეთ* განმარტებულად.
Verse: 23   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.
Verse: 24   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ* არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა.
Verse: 25   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (G).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.