TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 522
Previous part

Chapter: 38 
Verse: 1  Link to sept   ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:

Verse: 2  Link to sept   
ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა?

Verse: 3  Link to sept   
შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე.

Verse: 4  Link to sept   
* სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ.

Verse: 5  Link to sept   
ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა?

Verse: 6  Link to sept   
ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა?

Verse: 7  Link to sept   
ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი.

Verse: 8  Link to sept   
და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა.

Verse: 9  Link to sept   
დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი.

Verse: 10  Link to sept   
დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი.

Verse: 11  Link to sept   
და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი.

Verse: 12  Link to sept   
ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი

Verse: 13  Link to sept   
მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან?

Verse: 14  Link to sept   
ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა?

Verse: 15  Link to sept   
ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?

Verse: 16  Link to sept   
მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა?

Verse: 17  Link to sept   
გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ?

Verse: 18  Link to sept   
ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს?

Verse: 19  Link to sept   
რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ?

Verse: 20  Link to sept   
მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი?

Verse: 21  Link to sept   
მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს?

Verse: 22  Link to sept   
მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?

Verse: 23  Link to sept   
რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა.

Verse: 24  Link to sept   
ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით ცასა ქუეშე? მითხარღა მე!

Verse: 25  Link to sept   
ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ ნადირთა?

Verse: 26  Link to sept   
სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა

Verse: 27  Link to sept   
განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს მცენარენი?

Verse: 28  Link to sept   
ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი ცუარისანი?

Verse: 29  Link to sept   
ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა?

Verse: 30  Link to sept   
რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო?

Verse: 31  Link to sept   
გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?

Verse: 32  Link to sept   
შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი ზედა ქუეყანისა?

Verse: 33  Link to sept   
ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან?

Verse: 34  Link to sept   
უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ?

Verse: 35  Link to sept   
ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს?

Verse: 36  Link to sept   
ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა მეცნიერებაჲ?

Verse: 37  Link to sept   
ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი ქუეყანად მოდრიკნა?

Verse: 38  Link to sept   
განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი, ვითარცა ლოდსა კუბაჲ?

Verse: 39  Link to sept   
ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი შენ განაძღენ?

Verse: 40  Link to sept   
და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან იგინი მაღნართა შინა და მზირიან.

Verse: 41  Link to sept   
* ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ.

Section:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.