TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 542
Previous part

Chapter: 15 
ძეგლისწერა დავითისი


Verse: 1  Link to psa Link to sept   მიცევ, მე უფალო, რამეთუ შენ გესავ.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არა გიჴმს.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკმელთა ჩემთა.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.