TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 582
Previous part

Chapter: 55 
Verse: 1  Link to sept   დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა

Verse: 2  Link to psa Link to sept   
მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩვმნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან?

Verse: 6  Link to psa Link to sept   
მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?

Verse: 12  Link to psa Link to sept   
შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ ქებისა.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.