TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 300
Previous part

Chapter: 8 
Verse: 1  Link to sept   მას ჟამსა შინა ** შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.

Verse: 2  Link to sept   
და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.

Verse: 3  Link to sept   
და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.

Verse: 4  Link to sept   
და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.

Verse: 5  Link to sept   
და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.

Verse: 6  Link to sept   
და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.

Verse: 7  Link to sept   
რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.

Verse: 8  Link to sept   
და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

Verse: 9  Link to sept   
და არა იდვა კიდობანსა მას შინა, *** გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

Verse: 10  Link to sept   
**** და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.

Verse: 11  Link to sept   
და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.

Verse: 12  Link to sept   
მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: ***** უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.

Verse: 13  Link to sept   
და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე. და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.

Verse: 15  Link to sept   
და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:

Verse: 16  Link to sept   
რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 17  Link to sept   
* და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

Verse: 18  Link to sept   
და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.

Verse: 19  Link to sept   
ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.

Verse: 20  Link to sept   
და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

Verse: 21  Link to sept   
და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

Verse: 22  Link to sept   
და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.

Verse: 23  Link to sept   
და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.

Verse: 24  Link to sept   
რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.

Verse: 25  Link to sept   
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: ** არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.

Verse: 26  Link to sept   
და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.

Verse: 27  Link to sept   
და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?

Verse: 28  Link to sept   
აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.

Verse: 29  Link to sept   
იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: * იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.

Verse: 30  Link to sept   
და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,

Verse: 31  Link to sept   
რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,

Verse: 32  Link to sept   
და შენ ისმინო ზეცით და ჰყო. და სჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა უსჯულოებისა უსჯულოსასა მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სიმართლისა მისისა. 33 და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და მოიქცენ შენდა და აღუარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.

Verse: 34  Link to sept   
და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოიქცენ იგინი ქუეყანასა ამასვე, რომელ მიეც მამათა მათთა.

Verse: 35  Link to sept   
დაყენებასა წჳმისასა არა ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი. 36 ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადენ მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

Verse: 37  Link to sept   
და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი, ანუ თუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუ თუ მგრაგნელი, გინა თუ მკალი, ანუ თუ გესლი, ანუ თუ აჭირვებდეს მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობაჲ და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი თხოვა

Verse: 38  Link to sept   
და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,

Verse: 39  Link to sept   
და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.

Verse: 40  Link to sept   
და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.

Verse: 41  Link to sept   
და უცხო იგი, რომელ არა იყოს ერისა შენისაგან ისრაჱლისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,

Verse: 42  Link to sept   
სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანი-სცეს ადგილსა ამას,

Verse: 43  Link to sept   
და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რომელსაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა სცნან ყოველთავე ნათესავთა ქვეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და სცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.

Verse: 44  Link to sept   
და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინე იგინი და ლოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.

Verse: 45  Link to sept   
და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი და შენდობაჲ,

Verse: 46  Link to sept   
რამეთუ შეგცოდონ შენ, * რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა, და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინა თუ მახლობელთა;

Verse: 47  Link to sept   
და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქვეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უსჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ;

Verse: 48  Link to sept   
და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალად-გებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი გამოირჩიე, და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს,

Verse: 49  Link to sept   
და ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი.

Verse: 50  Link to sept   
და მოუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყვენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,

Verse: 51  Link to sept   
რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანნეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.

Verse: 52  Link to sept   
და იყუნედ თუალნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.

Verse: 53  Link to sept   
რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.

Verse: 54  Link to sept   
და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და აღდგა წინაშე სამკჳდრებელსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღყარნეს,

Verse: 55  Link to sept   
და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ჴმითა მაღლითა და თქუა:

Verse: 56  Link to sept   
კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსვენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა ეტყოდა და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოვლისაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.

Verse: 57  Link to sept   
იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა, ნუ დამაგდებ ჩუენ.

Verse: 58  Link to sept   
არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.

Verse: 59  Link to sept   
და იყუნედ სიტყუანი ესე ჩუენნი, რომელთა ვლოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისა დღითი დღედ.

Verse: 60  Link to sept   
რათა სცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.

Verse: 61  Link to sept   
იყუნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამართალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.

Verse: 62  Link to sept   
და მეფე და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.

Verse: 63  Link to sept   
* და შესწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შესწირა უფლისა, ზროხა ოცდაორ ათას და ცხვარი ას და ოც ათასი, და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 64  Link to sept   
მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.

Verse: 65  Link to sept   
და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.

Verse: 66  Link to sept   
და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.