TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 269
Previous part

Book: Reg.II_(Sam.II) 
წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების

Correxit Anna Kharanauli, Tbilisi, 1997



Chapter: 1 
Verse: 1  Link to sept   იყო, რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოსლვისა მისგან ამალეკთასა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ.

Verse: 2  Link to sept   
და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწა გარდაესხა თავსა მისსა. და ვითარცა შევიდა იგი წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქვა მას დავით: ვინაჲ მოხვალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან.

Verse: 4  Link to sept   
და ჰრქვა მას დავით: რა იქმნა, მითხარღა მე? და მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოსწყჳდნეს საულ და იონათან.

Verse: 5  Link to sept   
მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-რეღა-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა?

Verse: 6  Link to sept   
და უთხრობდა კაცი იგი და თქუა: გუნდი ერი მრავალი მიეტევა გუნდსა მას საულისასა გელბუესა, და მიჰხადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დავრდომილი იყო იგი ჰოროლსა მისსა, ვითარცა მიაქციეს ახოვანთა და მთავართა ეტლოსანთა მისგან.

Verse: 7  Link to sept   
მომხედა მე და მიწოდა საულ და ვარქუ: აქა ვარ.

Verse: 8  Link to sept   
და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!

Verse: 9  Link to sept   
და მრქუა: მოვედ ადრე და მომკალ მე, რამეთუ ჰარმური ბნელისა დახვეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გვამსა ჩემსა!

Verse: 10  Link to sept   
და მივედ და მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა მისისა აღვჴადე თავსა მისსა შარავანდი და სავლტე მკლავსა მისსა, და მოგართუ უფალსა ჩემსა.

Verse: 11  Link to sept   
და ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს.

Verse: 12  Link to sept   
და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა.

Verse: 13  Link to sept   
და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა.

Verse: 14  Link to sept   
მაშინ ჰრქუა მას დავით: * და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა?

Verse: 15  Link to sept   
და მოუწოდა დავით კაცსა ერთსა და ჰრქუა: აწვე მოაკუდინე ეგე! და მივიდა სწრაფით, სცა და მოკლა იგი.

Verse: 16  Link to sept   
და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ! რამეთუ პირი შენი თჳთ იტყოდა, ვითარმედ მე მოვკალ ცხებული უფლისა!

Verse: 17  Link to sept   
და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა.

Verse: 18  Link to sept   
და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად. და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა:

Verse: 19  Link to sept   
მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი!

Section: (d) 
Verse: 20   Link to sept   
ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა იხარებენ* ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე!

Verse: 21   Link to sept   
მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა!

Verse: 22   Link to sept   
არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა!

Verse: 23   Link to sept   
საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი.

Verse: 24   Link to sept   
ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული ოქროსა შესამოსელად თქუენდა.

Verse: 25   Link to sept   
ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!

Verse: 26   Link to sept   
მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!

Verse: 27   Link to sept   
ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი?

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.