TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 319
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to sept   და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.

Verse: 2  Link to sept   
და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.

Verse: 4  Link to sept   
და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელ-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

Verse: 5  Link to sept   
და უთხრეს მეფესა და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფისა მის ისრაჱლისა. და წარიღო ათი სასწორი ვერცხლი და ექუსი სასწორი ოქრო, ათი ქმნული სამოსელი.

Verse: 6  Link to sept   
და წარიღო წინაშე მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრე: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ესე შენდა, მომივლენია შენდა ნემან, მონა ჩემი, და განწმიდო კერთოვანებისაგან თჳსისა.

Verse: 7  Link to sept   
და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.

Verse: 8  Link to sept   
და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.

Verse: 9  Link to sept   
და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.

Verse: 10  Link to sept   
და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.

Verse: 11  Link to sept   
და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კვთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ამის ჩემისა.

Verse: 12  Link to sept   
არამე უმჯობეს არიან არბანა და ფარფათა მდინარენი იგინი დამასკისანი ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მოიქცა და წარვიდა გულისწყრომით.

Verse: 13  Link to sept   
და წარდგეს მონათა მისთაგანნი და ეტყოდეს მას: ძმაო, დიდი თუმცა სიტყუაჲ რა გარქვა შენ წინაწარმეტყუელმან? არამემცა ჯერ-იყო ყოფად? აცადე, რამეთუ გარქვა: დაიბანე, განწმიდნე.

Verse: 14  Link to sept   
* და შთაჴდა ნემან და იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მისებრ ელისესა. და მოიქცეს და იქმნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა.

Verse: 15  Link to sept   
და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.

Verse: 16  Link to sept   
და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.

Verse: 17  Link to sept   
და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.

Verse: 18  Link to sept   
სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.

Verse: 19  Link to sept   
და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

Verse: 20  Link to sept   
და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.

Verse: 21  Link to sept   
და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?

Verse: 22  Link to sept   
და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.

Verse: 23  Link to sept   
და ჰრქუა ნემან: უკუეთუ ეგრე არს, მიიღე სამი სასწორი ვერცხლისა. და აიძულა და მისცა სამი სასწორი ვერცხლისა, და შეკრა და შთადვა ორთა გუნდთა და ორი სამოსელი ქმნული და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღკიდეს წინაშე მისსა.

Verse: 24  Link to sept   
და მოვიდეს ბნელისასა მას და მოიღო ჴელთაგან მათთა და დადვა სახლსა მას და განუტევნა იგინი. და წარვიდეს კაცნი იგი.

Verse: 25  Link to sept   
და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას ელისე: ვინა მოხვალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა თუ ამიერ.

Verse: 26  Link to sept   
და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?

Verse: 27  Link to sept   
და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.