TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 380
Previous part

Book: Ez. 
Ezechiel

Ⴄზეკიელი

e codice I (Jerusalem) (B)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: B37r  და იყო შემდგომად ოც და ათისა წლისა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა. და მე ვიყავ შორის წარტყუენულთა მათ მდინარესა მას ზედა ქობარისასა. და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მეხუთესა თთჳსასა, ესე იყო მეხუთჱ წელი ტყუეობისა მეფისა იოაკიმისი. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელისა მიმართ, ძისა ბუზისა, მღდელისა, ქუეყანასა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე, და აჰა ესერა სული აღმაღლებული მოვიდოდა ჩრდილოჲთ, და ღრუბელი დიდი მას შინა, და ნათელი გარემო მისსა, და ცეცხლი ელვარჱ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და შორის მისსა ვითარცა ხილვაჲ ფერისა ილიკტრონისაჲ, რომელ იგი ოქროჲ და ვეცხლი და/ Page of ms. J: B37v  რვალი ერთად შედნობილ არნ შორის ცეცხლსა მას, და ნათელი მას შინა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შორის მისსა ვითარცა მსგავსებაჲ ოთხთა ცხოველთაჲ. და ესე იყო ხილვაჲ მათი; მსგავსებაჲ კაცისაჲ მათ ზედა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ოთხნი პირნი იყვნეს ერთისანი, და ოთხნი ფრთენი ერთისანი, და წჳვნი მართლ, და ფრთოვან ფერჴნი მათნი, და ნაბერწყალნი გამოჰკრთებოდეს ვითარცა ელვარესა რვალსა, და თხელ ფრთენი მათნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ჴელი კაცისაჲ ქუეშჱ კერძო ფრთეთა მათთა ოთხკერძოსავე მათსა. და პირები მათი ოთხთაჲვე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არა გარე-შეიქცეოდა სლვასა მათსა; თითოეული მათი წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მსგავსებაჲ პირებისა მათისაჲ, პირი კაცისაჲ, და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთა მათ, და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთა მათ, და პირი ორბისაჲ ოთხთა მათ თანა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ფრთენი მათნი განმარტებულ ზედა კერძო ოთხთავე მათ, და თითოეულსა ორორი შეუღლვილ ურთიერთას, და ორითა იფარვიდეს ზედა კერძო გუამთა მათ მათთა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ორკერძოვე წინაშე პირსა მათსა ვიდოდეს, ვიდრეცა ვალს სული იგი, ეგრევე იგინიცა მივიდიან, და არა გარე-შეიქციან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შორის ცხოველთა მათ ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისაჲ, აგზებულ,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ვითარცა პირი ლამპრებისა შეკრებულისაჲ შორის ცხოველთა მათ, და ნათელი ცეცხლისაჲ, და ცეცხლისა მისგან გამოვიდოდეს ელვანი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე, და აჰა ესერა ეტლის-თუალი ერთი ქუეყანასა მახლობელად ცხოველთა მათ ოთხთა .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ხილვაჲ მათ ეტლის-თუალთაჲ, ვითარცა ხილვაჲ თარშისაჲ, და მსგავსებაჲ შორის ოთხთაჲვე მათ ერთ, და ქმნულებაჲ მათი, და ხილვაჲ მათი სწორ, ვითარმცა იყო ეტლის-თუალი ეტლის-თუალსა შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ოთხკერძოვე მათსა ვიდოდეს, და არა გარე-შეიქცეოდეს სლვასა მათსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არცა ზურგნი მათნი მოიქციან, და სიმაღლჱ მათი იყო დიდ; და ვიხილენ იგინი და ზურგნი Page of ms. J: B58r  მათნი/ სავსე იყვნენ თუალებითა გარემო ოთხთაჲვე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და სლვასა მას ფხოველთასა ვიდოდეს ეტლის-თუალნიცა იგი მახლობელად მათსა; აღმაღლებასა მას ცხოველთასა ქუეყანით აღმაღლდიან ურმის-თუალნიცა იგი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და სადაცა არნ ღრუბელი იგი, მუნცა სული იგი მივალნ; ვლენედ ცხოველნი იგი და ეტლის-თუალნი, და აღმაღლდიან მათ თანა, რამეთუ სული ცხოველი იყო ეტლის-თუალთა მათ შინა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და სლვასა მას მათსა ვლენედ, და დგომასა მას მათსა დგანედ, და აღმაღლებასა მას მათსა ქუეყანით აღმაღლდიან მათ თანა, რამეთუ სული ცხოველი იყო ეტლის-თუალთა მათ შინა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მსგავსებაჲ ზედა კერძო თავსა მას ზედა ცხოველთასა ვითარცა სამყროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბროლისაჲ გარდამა<რ>ტებულ ფრთეთა მათთა ზედა კერძო.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ქუეშჱ კერძო სამყაროსა მას ფრთენი მათნი განმარტებულ. ფრინვიდეს ერთი ერთისა თანა, თითოეული ორორი შეუღლვილი იფარვიდეს გუამებსა მას მათსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა მას მათსა, ვითარცა სლვაჲ წყალთა მრავალთაჲ; ვითარცა ჴმაჲ სიმრავლისაჲ სლვასა მას მათსა, და ჴმაჲ სიტყუათა მათთაჲ ვითარცა ჴმაჲ ბანაკისა მრავლისაჲ. დადგომასა მას მათსა დასცხრიან ფრთენიცა მათნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა ჴმაჲ ზედა კერძო სამყაროსა მას, რომელ იყო ზედა კერძო თავსა მათსა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ხილვაჲ ქვისა საფირონისაჲ, და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მას ზედა. და მსგავსებასა მას ზედა საყდრისასა, მსგავსებაჲ ხატისა კაცისაჲ და ზედა კერძო მას.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე ვითარცა ხილვაჲ ილიკტრონისაჲ, რმმელ არნ ოქროჲ და ვეცხლი და რვალი ერთად შედნოგილი, ეგრე იყო ბრწყინვალებაჲ ხილვითგან წელთაჲთ და აღმართ, და ხილვითგან წელთაჲთ დამართ ვიხილე ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მისი გარემო.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ხილვაჲ მშჳლდისაჲ, რომელი დგან ღრუბელთა შინა დღესა წჳმისასა, ესრე იყო ხილვაჲ/ Page of ms. J: B58v  ბრწყინვალებისაჲ მის გარემო.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.