TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 382
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მრქუა მე; ძეო კაცისაო, შეჭამე თავი ესე წიგნისაჲ ამის, და წარვედ, და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და განაღო პირი ჩემი, და შემაჭამა მე თავი იგი წიგნისაჲ მის, და მრქუა მე;

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, პირმან შენმან შეჭამოს, და მუცელი Page of ms. J: B59r  შენი აღივსოს თავითა ამით/ წიგნისაჲთა, რომელი მიგეცა შენ. და შევჭამე იგი, და იყო პირსა შინა ჩემსა ვითარცა თაფლი ტკბილ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო, წარვედ და შევედ სახლსა მას ისრაჱლისასა, და იტყოდე სიტყუათა ჩემთა მათა მიმართ,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა ერისა მიმართ ენა-მძიმისა მიგავლინებ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არცა მრავალთა ერთა უცხო-ჴმათა, და უცხო-ენათა, არცა რომელნი იგი ენითა ძნელ არიედ, რომელთაე არა გესმეს სიტყუაჲ მათი. დაღათუმცა ეგევითართა მიგავლინებდ შენ, მათმცა ისმინეს შენი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ისმინოს შენი, რამეთუ არა ჰნებავს სმენად ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მაცილობელი არს და გულ-ფიცხელი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აჰა ეგერა მიგეც პირი შენი ძლიერი წინაშე პირსა მათსა, და ძლევაჲ შენი განვამტკიცო წინაშე ძლევისა მათისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს მარადის უძლიერჱს კლდისა. ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდები პირისა მათისაგან, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, ყოველთა სიტყუათა რომელთა გეტყოდე შენ, დაისხენ გულსა შენსა, და ყურითა შენითა ისმინენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და წარვედ და შევედ ტყუეთა მათ, ძეთა ერისა შენისათა, <და> ეტყოდე და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი, ისმინონ ხოლო თუ, და დასცხრენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღმიღო მე სულმან, და მესმოდა შემდგომად ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ. კურთხეულ დიდბაჲ უფლისაჲ ადგილით თჳსით.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე ჴმაჲ ფრთეთაჲ ცხოველთაჲ მათ, ფრინვიდეს რაჲ ერთი ერთისა მიმართ, და ჴმაჲ ეტლის-თუალთაჲ მათ მახლობელად მათსა, და ჴმაჲ ძრვისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და სულმან აღმიღო მე, და აღმამაღლა მე, და ვიდოდე მე სიმძაფრითა სულისა ჩემისაჲთა. და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი;

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და შევედ ტყუეთა მათ აღმაღლებული განცხ<რ>ომით, და მიმოვლენ დამკჳდრებულნი მდინარისა მის ქობარისანი, რომელნი იგი იყვნეს მუნ, და ვიყავ მუნ შჳდ დღჱ, და ვიქცეოდე მათ შორის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შჳდისა დღისა შემდგომად იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და Page of ms. J: B59v  თქუა;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მსტურად მიგეც შენ/ სახლსა ისრაჱლისასა, და ისმინნე პირისა ჩემისაგან სიტყუანი, და უთქუემდი მათ ჩემ მიერ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჟამს ვჰრქუა მე უშჯულოსა მას, სიკუდილით მოჰკუდე, და არა უთხრა მას არცა ეტყოდი განშოვრებად უშჯულოსა მას, რაჲთა მოიქცეს იგი გზათაგან მისთა და ცხომდეს. უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შენ უკუეთუ უთხრა უშჯულოსა მას, და იგი არა მოიქცეს უშჯულოებისაგან თჳსისა, და გზისაგან თჳსისა ბოროტისა, უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, და შენ სული თჳსი განირინო.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ გარდაიქცეს მართალი იგი სიმართლეთაგან თჳსთა, და ქმნეს ცოდვაჲ, და მოვსცე ტანჯვაჲ პირსა მისსა, და იგი მოკუდეს, რამეთუ არა ამცენ მას, და ცოდვათა შინა თჳსთა მოკუდეს, რამეთუ არა მოიჴსვნნენ სიმართლენი მისნი, და სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შენ ამცნო მართალსა მას, რაჲთა არა ცოდოს, და მან ისმინოს, და არა ცოდოს, მართალი ცხოვრებით ცხომდეს, რამეთუ უმხილე მას, და შენ სული შენი იჴსნე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და მრქუა მე, აღდეგ და განვედ ველად, და მუნ გეთხრნენ შენ სიტყუანი ჩემნი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და აღვდეგ, და განვედ ველად. და აჰა ესერა მუნ დგა დიდებაჲ უფლისაჲ, ვითარცა იგი ხილვაჲ და ვითარცა იგი დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა მას ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა, და მეტყოდა მე და მრქუა; შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, აჰა ეგერა მიგეცნენ შენ კრულებანი, და შეგკრან შენ მათ შორის, და არა გამოხჳდე მათგან.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ენაჲ შენი შევკრა და დაჰყრუვდე, და არა იყო კაც მამხილებელ მათა, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს გეტყოდი მე შენ, მაშინ აღვაღო პირი შენი, და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი უფალი; რომელსა Page of ms. J: B60r  გესმის გესმოდენ, და რომელ ურჩ იყოს,/ ურჩ იყავნ, რამეთუ სახლი განმამწარებელთაჲ არს.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.