TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 423
Previous part

Chapter: 44  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მომაქცია მე გზასა მას ბჭისა მის წმიდათაჲსა გარეშჱსა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; და იგი იყო დაჴშულ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ბჭჱ ესე დაჴშულ იყოს, და არა განეღოს, და არცა გან-ვინ-ვიდეს მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წინამძღუარი ესე დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა. გზისა მისგან ელამავისა ბჭისა შევიდეს, და მისვე გზისაგან გამოვიდეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე გზასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ კერძო, წინაშე ტაძარსა მას, და ვიხილე, და აჰა ესერა სავსე იყო დიდებითა უფლისაჲთა ტაძარი იგი უფლისაჲ. და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან, ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა, და იხილე თუალითა შენითა, და ყურითა შენითა ისმინე ყოველი ვე, რომელსა ვიტყჳ შენ თანა ყოვლისა მის-ებრ ბრძანებისა სახლისა უფლისაჲ<სა>, ყოვლისა-ებრ შჯულიერებისა მისისა, და დააწესო გულსა შენსა შესავალსა სახლისასა ყოვლისა მის-ებრ გამოსავალისა მისისა ყოველთა შორის წმიდათა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა სახლსა მას განმამწარებელსა, სახლსა ისრაჱლისასა, ამას იტყჳს უფალი უფალი; კმა იყავნ თქუენდა ყოველთაგან უშჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შემოყვანებაჲ ძეთა უცხოთესლთაჲ წინადაუცუეთელთაჲ გულითა და ჴორცითა, ყოფად სიწმიდეთა შინა ჩემთა, და შეაგინებდეს მათ შეწირვითა მით თქუენითა პურთა, ჴორცსა და სისხლსა, და გარდახჳდოდეთ შჯულსა ჩემსა ყოვლითა უშჯულოებითა თქუენითა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და განაწესენ<ი>თ ცვად მცველნი სიწმიდეთა შინა ჩემთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, ყოველი ნაშობი უცხოთესლი წინადაუცუეთელი გულითა <და> წინადაუცუეთელი ჴორცითა არა შევიდეს სიწმიდესა ჩემსა, ყოველი ნაშობი უცხოთესლთაჲ, რომელნი არიან შორის სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
არამედ ლევიტელნი, Page of ms. J: B108v  რომელნი/ შემომიდგეს მე ცთომასა მას ისრაჱლისასა ჩემგან, შედგომად ზრახვათა მათთა, და მიიხუნენ მათ სიცრუვენი მათნი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ სიწმიდეთა შინა ჩემთა მსახურად <და> მეკარედ ბჭეთა სახლისა ჩემისათა, და ჰმსახურებდენ სახლსა მას ესენი, და დასწყუდიდენ ყოვლად-დასაწუ<ვ>ელთა და საკლველებსა ერისასა, და ესენი დგენ წინაშე ერისა მს<ა>ხურებად მათა;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი ჰმსახურებდეს მათ წინაშე კერპთა მათთა, და ექმნა სახლსა ისრაჱლისასა ტანჯვა სიცრუვის. ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და არა მომეახლნენ მღდელობად ჩემდა, არცა შეწირვად სიწმიდესა ძეთა ისრაჱლისათასა, არცა წმიდასა წმიდათა ჩემთასა, და მოიღონ გინებაჲ მათი ცთომისათჳს, რომლითა შესცთეს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განაწესონ ცვად საცოსა სახლისასა ყოველსავე საქმესა მისსა, და ყოველსა რასაცა იქმოდიან.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მღდელნი ლევიტელნი იგი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვეს საცოჲ იგი წმიდათა ჩემთაჲ, რაჟამს იგი შესცთა სახლი ისრაჱლისაჲ ჩემგან. ესენი მოვიდენ მსახურებად ჩემდა, და დადგენ წინაშე ჩემსა შეწირვად ჩემდამო მსხუერპლისა, ცმელისა და სისხლისა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესენი შევიდოდიან სიწმიდეთა ჩემთა, და ესენი მოვიდოდიან ტაბლასა ჩემსა მსახურებასა ჩემსა, და დაცვად საცავთა ჩემთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს შევიდოდიან იგინი ბჭეთა ეზოჲსა მის შინაგანისათა, სამოსელი სელისაჲ შეიმოსოდიან, და არა შეიმოსმდიან მატყლისაჲ მსახურებასა მას ბჭითგან შინაგანისა ეზოჲსაჲთ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არმენაგი სელისაჲ ებუროს თავსა მათსა და ნიფხავი სელისაჲ ემოსოს წელთა მათთა, და ნუ შეიმოსედ მას იწროდ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და გამოსლვასა მათსა ეზოსა მას გარეშესა ერისა მიმართ, განიძარცოდიან სამოსელი მათი, რომლითა ჰმსახურებდეს Page of ms. J: B109r  <მათ>, და დადვოდიან იგი/ საჯდომელსა მას წმიდათასა, და შეიმოსოდიან სამოსელი სხუაჲ, და რაჲთა არა განწმიდონ ერი სამოსლითა მათითა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
თავი მათი არა დაიყჳნონ და თმაჲ მათი არა განიშიშულონ, დაბურვით დაიბუროდიან თავთა მათთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა მას მათსა ეზოსა მას შინაგანსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ქურივი და განტევებული არა მოიყვანონ თავისა თჳსისა ცოლად, არამედ ქალწული ნათესავისაგან ისრაჱლისა, უკუეთუ იყოს ქურივი იგი მღდელთაგანი, შეირთენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ერსა ჩემსა ასწავებდედ შორის წმიდასა და შეგინებულსა, და შორის განრჩეულსა და ურჩეველსა აუწყებდედ მათ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და საშჯელსა სისხლისასა ესენი დგენ განშჯად; სამართალნი ჩემნი განამართლნენ, და საშჯელსა ჩემსა შჯიდენ, და შჯულს<ა> ჩემსა და ბრძანებათა ჩემთა ყოველთა დღესასწაულთა ჩემთა იმარხვიდედ, და შაბათთა ჩემთა წმიდა ჰყოფდედ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და სულსა ზედა კაცისა მკუდრისასა არა შევიდენ, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ მამასა ზედა და დედასა და ძესა და ასულსა და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არღა იყო ქმრისა, შევიდენ და შეიგინნენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და შემდგომად განწმედის<ა> მისისა შჳდნი დღენი აღირაცხნეს თავისა თჳსისა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და რომელსა დღესა შევიდენ ეზოსა მას შინაგანსა მსახურებად სიწმიდესა შინა, და შესწირვიდენ სალხინებელსა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და არა იყოს მათა სამკჳდრებელად. მე ვიყო სამკჳდრებელ მათა. და ქუეყანაჲ არა ეცეს მათ ძეთა შორის ისრაჱლისათა; მე ქუეყანა სამკჳდრებელ მათა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და შესაწირავთა და რომელი ცოდვისათჳს და უმეცრებისათჳს არნ მსხუერპლი, მას ესენი ჭამდენ, და ყოველი განჩემებული და აღნათქუემი ისრაჱლსა შორის მათა იყოს.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
პირველი ნაყოფი ყოველთაჲ და პირმშოთაჲ და შესაწირავი Page of ms. J: B109v  ყოველი პირველთა ნაყოფთა თქუენთაჲ/ მღდელთა <თჳს იყავნ>, და პირველი ნაყოფი თქუენი მიეცით მღდელსა, რაჲთა დაადგრეს კურთხევაჲ თქუენი სახლთა თქუენთა .

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ყოველი მკუდრისაჲ და ნამჴეცავი მფრინველთაგან და პირუტყუთა არა ჭამონ მღდელთა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.