TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 37
Previous part

Chapter: 48  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის. უთხრეს იოსებს, ვითარმედ: მამაჲ შენი უძლურ არს. და წარმოიყვანნა ორნი ძენი მისნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
უთხრეს იაკობს და ჰრქუეს: აჰა იოსებ, ძჱ შენი, მოვიდა შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და დაჯდა ცხედარსა ზედა.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იაკობ იოსებს: ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანაანისასა, და მაკურთხა მე

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და მრქუა: აღგაორძინო შენ და განგამრავლო შენ და გყო შენ ნათესავად და კრებულად. და მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რონელნი გესხნეს ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ხოლო შვილის შვილნი, რომელნი გესხნენ შენ შემდგომად მაგათსა, იყვნენ სახელითა ძმათა მათთაჲთა, იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
მე რაჟამს მოვიდოდე შუვამდინარით ასურეთისაჲთ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა ქანაანისასა, ვითარ მოვიწიე მე ცხენთ სარბიელსა მას ქუეყა/ნასა Page of ms. O: 66r  ქებრათაჲსასა მისლვად ევფრათად, და დავჰფალ იგი გზასა ზედა ცხენთ სარბიელთასა, ესე-იგი არს ბეთლემი.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესენი?

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და ჰრქუა იაკობ: მომგუარენ მე იგინი აქა და ვაკურთხნე იგინი.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ხოლო თუალნი იაკობისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხედვად. მოიყვანნა იგინი ახლოს მისა. და ამბორს-უყთ მათ და შეიტკბნა იგინი.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა -- ესერა პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა ღმერთმან თესლიცა შენი.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
გამოიყვანნა იგინი იოსებ მუცლთაგან იაკობისთა და თაყუანის-სცეს მას ქუეყანასა ზედა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
მოიყვანნა იოსებ ძენი თჳსნი: ეფრემ მარჯუენით მარცხენედ კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიაახლნა იგინი მას.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
განყო ისრაჱლ ჴელი მარჯუენჱ მისი და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იყო იგი უმრწემესი და მარცხენჱ მისი თავსა ზედა მანასჱსსა და იცვალნა ჴელნი მისნი.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან. რომელსა Page of ms. O: 66v  სათნო-ეყვნეს მამანი ჩემნი წინაშე მისსა, აბრაჰამ და ისააკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმითგან ჩემით ვიდრე დღჱნდელად დღედმდე.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთაჲ აბრაჰამისი და ისაკისი და გამრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ეფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და უპყრა იოსებ ჴელი მამასა თჳსსა აღებად თავისაგან ეფრემისა და დადებად თავსა ზედა მანასჱსსა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშოჲ; დასდევ მარჯუენჱ შენი თავსა ზედა ამისსა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და არა ინება, არამედ ჰრქუა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემჱსი უფროჲს მაგისსა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავლად თესლებად.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შოვრის იკურთხეოდის ისრაჱლ და თქუან: გყავნ ღმერთმან ვითარცა ეფრემ და მანასე ! და დაადგინა ეფრემ Page of ms. O: 67r  წინა მანასჱსსა.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა იაკობ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთაჲსა, რომელი დაგიპყარ ჴელთაგან ამორეველთაჲსა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.