TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 225
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   საცოსა ჩემსა ზედა დავდგე, და აღვჴდე კლდესა ზედა, და მიმოვიმსტრო ხილვად, რასა ძი იტყოდის ჩემდამო, და რაჲ მიუგო მამხილებელსა ჩემსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მომიგო მე უფალმან და მრქუა, დაწერე ხილვაჲ გამოჩინებულად ფიცარსა, Page of ms. J: A14v  რაჲთა მისდევდეს რომელი იკით/ხვიდეს მას.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ხილვაჲ ჟამადმდე, და აღმოსცენდეს სრულიად და არა ცუდად; უკუეთუ დააკლოს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი იგი მოვიდეს, და არა ყოვნოს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მოჰრიდოთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა, ხოლო მართალი სარწმუნოებითა ჩემითა ცხოვნდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თავის-მოთნჱ იგი და შეურაცხის-მყოფელი კაცი ლაღი არს, არა რაჲ სრულიად ქმნეს, რომელმან განივრცო ვითარცა ჯოჯოხეთმან სული თჳსი, და ესე ვითარცა სიკუდილი ვერ განძღა, და შეიკრიბოს მის ზედა ყოველი თესლები, და შეიწყნარნეს მისა ყოველნი ერნი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არა ყოველნი ესე იგავად მოიხუნენ მის ზედა, და სიტყჳს-დადგმად სათ<ხ>რობელად მისთჳს, და თქუან, ვაჲ რომელი განიმრავლებდეს თავისა თჳსისა, რომელი არა იყოს თჳსი, ვიდრემდე დაამძიმებდეს საჴივსა მისსა მაგრიად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მეყსეულად აღდგენ მკბენელნი მისნი, და განიფრთხონ ძჳრის-მზრახვალთა შენთა, და იყო აღსაჭრელ მათა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წარმო<ს>ტყუენნენ ნათესავნი მრავალნი; წარგტყუენონ შენცა ყოველთა დაშთომილთა მათ შენგან ერთა, სისხლთათჳს კაცთასა, და უღმრთოებისათჳს ქუეყანისა, და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რომელი ანგაჰრობდეს ანგაჰრობასა ბოროტსა სახლისა თჳსისასა დაწესებად სიმაღლესა ზედა ბუდენი თჳსნი, გამოტაცებად ჴელისაგან უკეთურთაჲსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ჰზრახე სირცხჳლი სახლისა შენისათჳს; თანა-განხუედ ერთა მრავალთა, და ცოდა სულმან შენმან. Page of ms. J: A15r 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ლოდი კედლისაგან ღაღადებ<დე>ს, და ჭიამან ძელი/საგან თქუას იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელი აშჱნებდეს ქალაქსა სისხლითა, და განჰმზადებდეს ქალაქსა სიცრუვითა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არა ესე არს უფლისა მიერ ყოვლისა-მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი მრავალნი ცეცხლითა, და ნათესავნი მრავალნი სულ-მოკლე იქმნ<ნ>ეს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ მეცნი<ერ>ებითა დიდებისა უფლისაჲთა, და ვითარცა წყალმან დაფაროს იგი ზღუად მიმართ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რომელი ასუმიდეს მოყუასსა თჳსსა ა<ღ>თქუეფილსა მრღუესა, და დაათრობს, რაჲთა ხედვიდეს ქუაბებად მიმართ მათა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
სიმაძღრჱ გინებისაჲ დიდებისაგან სუ შენცა; და შეირყიე და შეიძარ; გარემოგადგა შენ სასუმელი მარჯუენისა უფლისაჲ, და შეკრბნა უპატიოებაჲ დიდებასა შენსა ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს უღმრთოებამან ლიბანასამან დაგფაროს შენ, და უბადრუკებამან მჴეცთამან შეგაძრწუნოს შენ სისხლისათჳს კაცთაჲსა. და უღმრთოებისათჳს ქუეყანისა, და ქალაქისა და ყოველთა მკჳდრთა მისთაჲსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჲ სარგებელ არს გამოქანდაკებულთაჲ, რამეთუ გამოთალნეს იგინი, შექმნნეს იგინი გამოდნობილად საუცრად ტყუვილი, რამეთუ ესვიდა შემოქმედი ქმნულსა თჳსსა საქმედ კერპსა ყრუსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელმან ჰრქუას ძელსა, განიფრთხვე, განიღჳძე; და ქვასა, აღმაღლდი, და იგი არს საუცარი, რამეთუ ესე არს ჭედილი ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, და ყოველი სული არა არს მას შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, ეშინოდენ პირისაგან მისისა ყოველსა ქუეყანასა.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.