TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 91
Previous part

Book: Hiob 
Hiob

Ⴜიგნი მეცხრჱ Ⴈობისი


On the basis of the edition
C̣ignni ʒowelisa aġtkowmisani
978 c̣lis xelnac̣eris mixedvit,
. I, naḳv. 2:
Leviṭeltay. Msaǯultay. Rutisi. Iobisi. Esaiaysi
gamosca A. Šaniʒem,
Tbilisi 1947
(Ʒveli kartuli enis ʒeglebi, 4)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcatLink to sept   Page of ms. O: 149r  კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთის მსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისა საქმისაგან ბოროტისა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და იყო საცხოვარი მისი ფრიად: ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას და მსახურთა სიმრავლჱ ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზის აღმოსავალისათაგანი.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მოიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მოავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთაჲსა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოუჴდეს უფლისათჳს. ესრჱთ ყვის იობ ყოველთა დღეთა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა იყო დღჱ ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: Page of ms. O: 149v  ვინაჲ მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას უფალმან: მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთის მსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მეტად ჰმსახურებსა იობ უფალსა?

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ და გარეშჱ ყოველივე, რაჲცა არს მისი, შენ მოიცევ? საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ ჰყავ?

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა-ღა თუ გაკურთხევდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა ყოველი, რაჲცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეეხები.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და იყო დღჱ ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და აჰა-ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა: უღლეული ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და მოვიდეს მტყუენავნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 150r  და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი ყოველი და მწყემსნი იგი შეჭამნა ეგრევე; განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედარი განიყო სამად გუნდად და გარე-მოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა; და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა უხუცესისა თანა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და ესრჱთ აღდგა იობ, დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და თქუა: მო-ვე შიშუელი ვედ მუცლისაგან დედისა ჩემისაჲთ, შიშუელიცა მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმან მომცა და უფალმანცა მიმიღო. ვითარცა უნდა, ეგრეცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
ამას ყოველსა ზედა, რომელი Page of ms. O: 150v  შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.