TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 92
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო დღჱ ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა,

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ეშმაკიცა შოვრის მათსა. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინაჲ მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომივლიეს ყოვლითურთ და და აწ შენ წინაშე ვარ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ? რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთის მსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღა-ვე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისაჲ, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა [და ჴორცთა მისთა], უკუეთუ განმარტებულად თაყუანი(ს)-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, მოგცემ შენ მას, გარნა სულსა მისსა ერიდე.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე, შეჭურა იგი ფაქლითა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და მოიღო იობ კეცი, რაჲთა წუთხსა იხუეტდეს და დაჯდა იგი სკორეთა ზედა გარეშე ქალაქსა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა Page of ms. O: 151r  ჟამი მრავალი წარჴდა, ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ:

Verse: 9a   Link to sept   
აჰა-ესერა მოველი ჟამსა მცირედ-ღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ?

Verse: 9b   Link to sept   
აჰა-ესერა წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი, მუცლისა ჩემისა ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა;

Verse: 9c   Link to sept   
და შენ ეგერა თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე;

Verse: 9d   Link to sept   
მე შეცთომილი და მსახური შენი, ადგილითი-ადგილად და სახლითი-სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათაგან ჩემთა და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ხოლო იობ მიჰხედა მას: ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათაჲ იტყჳ; უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არარაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად მისა, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფჱ, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფჱ, და მოვიდეს მისა ერთბამად ნუ/გეშინის-ცემად Page of ms. O: 151v  და ხილვად მისა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწაჲ გარდაისხეს თავსა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და დასხდეს მის თანა შჳდ დღე [და შჳდ ღამე] და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.