TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 250
Previous part

Book: Is. 
Esaia

<Ⴜინაწარმეტყუელებაჲ Ⴄსაიაჲსი>

e codice I (Jerusalem) (A)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: A34v  ხილვაჲ რომელი იხილა ესაია ძემან ამოსისმან, რომელ იხი/ლა ჰურიასტანისათჳს და იჱრუსალემისათჳს, მეფობასა ოზიაჲსსა იოათამი<ს>სა აქაზისსა და ეზეკიაჲსსა, რომელნი მეფობდეს ჰურიასტანს,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ისმინე ცაო, და ყურად-იღე ქუეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: შვილ ვისხენ და აღვზარდენ, და მათ შეურაცხ-მყვეს მე.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან მე არა გულის-ჴმა-მყო.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა: ერი რომელ სავსე არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი ძენი უშჯულოებისანი. დაუტევეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რაჲსა და იწყლვით და შეიძინებთ უშჯულოებასა: ყოველი თავი სალმობად და ყოველი გუამი მწუხარებად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ფერჴთაგან ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლჱ, არა წყლულ არცა ნაგუემ არცა ბრძჳრი განსივებულ. არა არს სალბუნი დასადებელ არცა ზეთი არცა შესახუეველ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ თქუენი ოჴერ არს, ქალაქნი თქუენნი ცეცხლით მომწუარ: საყოფელსა თქუენსა თქუენ წინაშე უცხონი შეშჭამდენ, და მოოჴრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხოთესლთაჲსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაშთეს ასული სიონისაჲ ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა, და ვითარცა ხილის-საცავი ნესოვანსა, და ვითარცა ქალაქი მოცვული.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუმცა არა უფალმან საბაოთ დაგჳტევა ჩუენ ნათესავი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით, და გომორელთამცა მივემსგავსენით.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მთავართა სოდომისათა: ერჩდით შჯულსა ღმრთისასა ერი ეგე გომორისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს ჩემდა სიმრავლჱ მსხუერპლთა თქუენთაჲ: იტყჳს უფალი, რამეთუ სავსე ვარ მე მრგულიად-მწუართაგან ვერძთა და ცმელითა კრავთაჲთა:/ Page of ms. J: A35r  და სისხლი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ არა მნებავს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
არცა მო-ღათუ-ხჳდეთ ჩემ წინაშე ჩუენებად: ვინ ეძიებდა ამას ჴელთაგან თქუენთა შემოსლვადვე ეზოსა ჩემსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არღარა შესძინოთ, უკუეთუ მომართუათ მე სამინდოჲ ამაო არს და საკუმეველი საძაგელ არს ჩემდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
თთჳს-თავნი თქუენნი და შაბათნი და დღჱ იგი დიდი არა სათნო ვიყავ: მარხვაჲ და უქმებაჲ და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა, რამეთუ მექმნენით მე სიმაძღრჱ, არღარა მიგიტევნე ცოდვანი თქუენნი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რაჟამს განიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდამო, გარე-მოვაქციო პირი ჩემი თქუენგან, და თუ განამრავლეთ ვედრებანი თქუენნი, არა ვისმინო თქუენი, რამეთუ ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
განიბანენით, განიწმიდენით, განიშორეთ უკეთურებაჲ თქუენი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა: დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ისწავეთ კეთილისა საქმჱ, გამოირჩიეთ სამართალი, იჴსნიდით დაწუნებულთა, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი:

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოვედით და შევიტყუნეთ, იტყჳს უფალი. და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი ვითარცა ღებილნი ვითარცა თოვლი განვასპეტაკო: დაღათუ იყვნენ ვითარცა მეწამულნი ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ინებოთ, და არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ვითარ იქმნა მეძავ სიონი ქალაქი სარწმუნოჲ, სავსჱ სამართალითა, Page of ms. J: A36r  რომელსა შინა სიმართლემან განისუენა მუნ./ ხოლო აწ აღივსო კაცის-კლვითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვეცხლი თქუენი მრღუე არს, ღჳნის-მოფარდულნი თქუენნი განზავებენ ღჳნოსა წყლითა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მთავარნი შენნი ურჩ არიან და ზიარ მპარავთა: უყუარს ქრთამი, შეუდგან შურის-ღებასა: ობოლსა არა უშჯიან, და სამართალსა ქურივთასა არა მიხედიან.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი საბაოთ ძლიერი ისრჲლისაჲ [!?!], რამეთუ არა დასცხრეს გულის-წყრომაჲ ჩემი წინა-აღმდგომთა ზედა, და საშჯელი ვყო მტერთა ჩემთაჲ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და გამოგაჴურვო შენ წმიდად, ხოლო ურჩნი იგი წარუწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულოებანი შენგან, და ყოველნი ამპარტავანნი დავამდაბლნე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და მზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა. და ამისა შემდგომად გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ სიონი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სამართ<ა>ლითა განერეს ტყუჱ მისი, და მოწყალებით.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთად, და რომელთა დაუტევეს უფალი მოისრნან,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჰრცხუენეს კერპთა მათთა ზედა, რომელთაჲ იგი მათ ინებეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელი მათ ქმნნეს. და ჰრცხუენოდის მტილებსა მათსა ზედა: რომელთათჳს გული უთქუმიდა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყვნენ [!] იგინი ვითარცა ბელეკონნი ფურცელ-დაყრილნი, და ვითარცა სამოთხე რომელსა არა აქუნ წყალი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და იყოს ძალი მათი ვითარცა ნაძეძი სელისაჲ, და საქმენი მათნი ვითარცა ნაბერწყალნი ცეცხლისანი, და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთად, და არა ვინ იყოს დამშრეტელ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.