TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 301
Previous part

Chapter: 52  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   განიღჳძე, განიღჳძე, სიონ, განიღჳძე, და განაღჳძე ძალი შენი სიონმან, და შენცა შეიმოსე დიდებულებაჲ შენი იჱრუსალემ, ქალაქო წმიდაო, ამიერითგან არღარა შესძინოს განსლვად შენ შორის წინადაუცუეთელმან და ბილწმან.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
განიყარე მტუერი ეგე შენგან, აღდეგ და დაჯედ, იჱრუსალემ: განიჴსენ საკრველი ეგე ქედისაგან შენისა, ტყუენმან მაგან ასულმან სიონისამან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი. მედად განიფრდენით თქუენ, და არა ვეცხლითა მოიჴსენენით თქუენ აქავე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მწირობად მუნ, და ასურასტანდ ძლით წარიყვანეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აწ რასა ეძიებდა აქა. ამას იტყჳს უფალი, რამეთუ წარიყვანა ერი იგი ჩემი მედად: გიკჳრდინ, და ღაღადებდით. ამას იტყჳს უფალი, თქუენ ძლით მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, რამეთუ მე ვარ Page of ms. J: A86v  თავადი, რომელი ვიტყჳ: მოსრულ ვარ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ჟამი მთათა ზედა/ ვითარ და შუენიერ არიან ფერჴნი, რომელნი ახარებდენ მშჳდობასა, რომელნი ახარებენ კეთილსა, რამეთუ სასმენელ ვყო ჴმაჲ მაცხოვარებისა შენისაჲ, რაჟამს ვჰრქუა მე სიონსა, ვითარმედ სუფევდეს შენ ზედა ღმერთი შენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ მცველთა მათ შენთაჲ აღმაღლდა, და მითვე ჴმითა ერთბამად იხარებდენ. რამეთუ თუალითა შენითა პირის-პირ იხილო, რაჟამს შეიწყალოს უფალმან სიონი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მთანი ღაღადებდენ უდაბნოებითურთ იჱრუსალემისაჲთ, სიხარულსა მას, რამეთუ შეიწყალა უფალმან ერი თჳსი და იჴსნა იჱრუსალემი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთა, და იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
განეყენენით, განვედით, განეშოვრენით მიერ, და არა-წმიდასა მას ნუ შეეხებით. გამოვედით შორის მათსა, და გამოეყენენით, რომელთა მოაქუს ჭურჭელი უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა შფოთით, არცა მეოტად გამოხჳდეთ, არამედ წინაგიძღოდის თქუენ უფალი, და შეგკრიბნეს თქუენ ღმერთმან ისრაჱლისამან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა გულის-ჴმა-ყოს მონამან ჩემმან, და აღმაღლდეს, და იდიდოს ფრიად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი უკჳრდა შენთჳს მრავალთა, ეგრეთ უდიდებელ იყოს ხილვაჲ შენი კაცთაგან, და დიდებაჲ შენი ერთაგან კაცთასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესრეთ უკჳრდეს თესლთა მრავალთა მის ზედა, და დაიყვნენ მეფეთა პირნი მათნი, რამეთუ რაოდენთა არა თხრობილ იყოს მისთჳს, იხილონ, და რომელთა იგი არა ესმინოს, გულის-ჴმა-ყონ. :

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.