TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 308
Previous part

Chapter: 59  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვერ ნუ შემძლებელ არსა ჴელი უფლისაჲ ჴსნად, ანუ და-მე-ყოვნაა ყურმან მისმან არა სმენად.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არამედ ცოდვანი ეგე თქუენნი განაშოვრებენ შორის ღმრთისა და თქუენსა, და ცოდვათა თქუენთათჳს გარე-მიიქცია პირი მისი თქუენგან არა შეწყალებად.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა, და თითნი თქუენნი ცოდვასა შინა. ბაგენი თქუენნი იტყჳან უშჯულოებასა, და ენაჲ თქუენი სიცრუვესა ზრახავს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა ვინ იტყჳს სამართალსა, და არცა არს საშჯელი ჭეშმარიტი. ესვენ ამაოთა <და> იტყჳან ცუდსა, რამეთუ Page of ms. J: A91v  მიუდგებიან/ სალმობასა, და შობენ ამაოებასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს, და ქსელსა დედა-ზარდლისასა ქსოვენ, და რომელსა ეგულებოდა კუერცხთა მათ ჭამაჲ, განტეხა, და ღრიაკალი პოვა, და მას შინა იქედნჱ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ქსელი იგი მათა არა იყოს სამოსელ, არცა შეიმოსონ საქმეთა მათთაგან. რამეთუ საქმენი მათნი საქმჱ უშჯულოებისა, და საქმენი სიცრუვისანი იპოვნეს ჴელთა მათთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მოსწრაფე არიან ფერჴნი მათნი, დათხევად სისხლისა უბრალოჲსა, და გულის-ზრახვანი მათნი ზრახვა უგუნურთა, შემუსრვაჲ, და უკეთურებაჲ არს გზათა მათთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს სამართალი გზათა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი დრკუ არიან, რომელსა ვლენან, და არა იციან მშჳდობაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს განეშოვრა სამართალი მათგან, და არა მოუჴდეს მათ სიმართლჱ. მოელოდეს იგინი ნათელსა, და ექმნა მათ ბნელ. ჰგებდეს იგინი ცისკარსა, და უჟამოსა შინა ვიდოდეს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ეფეშუებოდეს ვითარცა ბრმანი კედელსა, და ვითარცა თუალითა ბრმანი, ეგრე ბრინვიდენ იგინი. დაეცნენ იგინი შოვა-სამხრის ვითარცა შოვა-ღამეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და დათუნი მოსიკუდიდნი ეგრე სულთა ჰბერვიდენ, და ვითარცა ტრედნი ცთომილნი ფქურებოდიან. მოველოდეთ სამართალსა, და არა არს ცხორებაჲ, შორად განწურთა ჩუენგან იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მრავალ არიან უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი წინა-აღმიდგეს ჩუენ, და უშჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის არიან. სიცრუვჱ ჩუენი ვცანთ,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უღმრთო ვიქმნენით, ვეცრუვენით უფალსა, და განვეშორენით შედგომად ღმრთისა ჩუენისა. ვიტყოდეთ სიცრუვესა, და ურჩ ვიქმნენით, მუცლად-ვიღეთ, და ვიწურთიდით/ Page of ms. J: A92r  გულისაგან ჩუენისა სიტყუათა ცრუთა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განვეშოვრენით შედგომად სამართალისა, და ზურგით ვიქციეთ მშჯავრი, და სიმართლჱ შორად განგუწურთა. რამეთუ განკფდა გზათა მათთაგან ჭეშმარიტებაჲ, და წრფელსა გზასა ვერ ეძლო სლვად.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჭეშმარიტებაჲ მოეღო მათ, და გარდაიქცა გონებაჲ მათი გულის-ჴმის-ყოფისაგან, და იხილა უფალმან, და არა სთნდა ესე, რამეთუ არა იყო სამართალი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მიხედა, და არა ვინ იყო კაცი: განიცადა, და არა ვინ იყო შემწჱ. და სძლო მათ მკლავითა თჳსითა, და დაიყენა მოწყალებაჲ თჳსი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და შეიმოსა სიმართლჱ, ვითარცა ჯაჭჳ, და დაიდგა თავსა ვითარცა ჩაფხუტი მაცხოვარებაჲ თჳსი, და შეიმოსა სამოსელი შურის-გებისაჲ, და სამკაული შურისაჲ,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რომლითა მიგებით მიაგოს მტერთა თჳსთა ყუედრებაჲ,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ეშინოდის მზის-დასავალისათა სახელისათჳს უფლისა, და მზის-აღმოსავალისათა სახელისა მისისათჳს დიდებულისა. რამეთუ წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ სასტიკი რისხვაჲ უფლისაჲ, და მოიწიოს იგი გულის-წყრომით.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი, და გარე-წარაქციოს უღმერთოებაჲ იაკობისგან, თქუა უფალმან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ესე არს მათა მიმართ ჩემ მიერ აღთქუმაჲ, იტყჳს უფალი. სული ჩემი, რომელ არს შენ ზედა, და სიტყუანი რომელ მიგცენ პირსა შენსა, არა მოგაკლდეს პირისაგან შენისა, და პირისაგან ნათესავისა შენისა, თქუა უფალმან, ამიერითგან და უკუნისამდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.