TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 331
Previous part

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ ისუამ ცოლსა, თქუა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, და არა გესუას შენ ძჱ არცა ასულ ამას ადგილსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთათჳს, რომელნი იშვნენ ამას ადგილსა; და დედათა მათთათჳს, რომელთა შვნენ იგინი, და მამათა მათთათჳს რომელთა ყვნენ იგინი ამას ქუეყანასა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
სიკუდილითა და სენითა წრტიალითა მოსწყდენ, არა ეტყებდენ არცა დაეფლნენ, საქიქელად იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა, და მახჳლითა დაეცნენ, და სიყმილითა აღესრულნენ. და იყოს მძორები მათი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ნუ შეხუალთ გლოვასა ამათსა, და ნუ მიხუალ ტყებად მათა, და ნუცა ეგლოვ მათ, რამეთუ განმიშოვრებიეს მშჳდობაჲ ჩემი ამის ერისაგან, თქუა უფალმან, და წყალობაჲ ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი, და მოსრნენ დიდდიდნი და მცირედნი ამას ქუეყანასა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არა დაეფლნენ არცა ეტყებდენ მათ, არცა დაეპაპნენ, არცა დაიყჳნნენ თავნი მათნი, არცა დასტიროდიან მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და არა განტყდეს პური ჴუეზაჲ Page of ms. J: A116r  გლოვასა შინა მათსა ნუგეშინის-საცემელად/ მკუდართა ზედა, არცა ასუან მას სასუმელი განსამხიარულებელად მამისა ზედა, გინა თუ დედისა მისისა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
სახლსა ტოზიკობისა მათისასა არა შეხჳდე დაჯდომად მათ თანა ჭამად და სუმად,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე დავარღჳო ამის ადგილისაგან წინაშე თუალთა თქუენთა <და დღეთა თქუენთა> ჴმაჲ შუებისაჲ, <და> ჴმაჲ სიხარულისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს მიუთხრნე ყოველნი ესე სიტყუანი ერსა მას, და გრქუან შენ, რაჲსათჳს თქუა უფალმან ჩუენ ზედა ყოველი ესე ძჳრი დიდდიდი, რაჲ არს ბრალი ჩუენი, და რაჲ არს ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ რამეთუ დამიტევეს მე მამათა თქუენთა, თქუა უფალმან, და მივიდეს კუალსა ღმერთთა უცხოთასა, და ჰმონეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ; და მე დამიტევეს, და შჯული ჩემი არა იმარხეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუენ ბოროტი ჰქმენით უფროჲს მამათა თქუენთა, და აჰა ესერა თქუენ ხუალთ კაცად-კაცადი კუალსა სათნოებისა გულისა თქუენისა უკეთურისასა, რაჲთა არა ისმინოთ ჩემი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და განგთხინე თქუენ ამის ქუეყანისაგან ქუეყანად, რომელ არა იცოდეთ თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმონებდეთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღჱ და ღამჱ, რომელთა არა გცენ თქუენ წყალობაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე, ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ჩრდილოჲთ, და ყოველთაგან სოფელთა, სადაცა განიბნინეს იგინი მუნ, და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანად მათა, რომელი მივეც მამათა მათთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე მივავლინებ მესათხევლეთა მრავალთა, თქუა უფალმან, და შეიპყრნენ იგინი, და ამისა შემდგომად მივავლინნე მრავალნი მონადირენი, და მონადირნენ იგინი ზედა ყოველსა მთასა, და ყოველსა ზედა ბორცუსა, და ჴურელთაგან კლდისათა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა მიმართ გზათა მათთა, არა დაემალნენ პირისაგან ჩემისა, და ვერ დაემალნენ უშჯულოებანი Page of ms. J: A116v  მათნი წინაშე თუალთა ჩემთა./

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მივაგო მათ პირველად მრჩობლ უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი, რომელთაგან შეაგინეს ქუეყანაჲ ჩემი მძორებითა მათითა და საძაგელებითა, და უშჯულოებითა მათითა, რომლითა აღავსეს სამკჳდრებელი ჩემი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
უფალო ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და შესავეღრებელო ჩემო დღესა შინა ბოროტისასა, შენდა წარმართნი მოვიდენ კიდითგან ქუეყანისაჲთ, და თქუან ვითარმედ ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი, და არა არს მათგან სარგებელ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
იქმნნეს თუ კაცმან ღმერთნი თავისად, და იგინი არა არიან ღმერთ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა მე განუცხადო მათ ჟამსა ამას ჴელი ჩემი, და ძალი ჩემი ვაუწყო მათ, და ცნან რამეთუ სახელი ჩემი უფალ არს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.