TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 376
Previous part

Chapter: 3  
Verse: 45   Link to mcat Link to sept   მე̂. ალეფმე კაცი რომელი ვხედევდ უჴოვარებასა კუერთხითა რისხვისა მისისაჲთა: შემიწყნარა მე, და მიმიყვანა მე ბნელსა და არა ნათელსა, რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია და ცვალა ჴელი მისი მარადღჱ.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
მვ̂. ბეთ განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი, და შემუსრნა ძუალნი ჩემნი, აღზღუდა ჩემთჳს და გარე-შემიცვა მე: დააშრვო თავი ჩემი, და მსუა მე ბნელსა ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
მზ̂. გამელ აღმიზღუდა მე, და ვერ განვალ, დაამძიმა უღელი ქედსა ჩემსა: და თუმცა ვჴმობდი Page of ms. J: B52r  და ვღაღადებდი,/ დაეყენა ლოცვაჲ ჩემი, და ყენა გზანი ჩემნი მარმარინოჲთა, და ალაგნი ჩემნი გა<ნ>რყუნნა დათუმან მზირმან.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
მჱ̂. დალეთ და თუ მზირ მექმნა მე იგი, და ვითარცა ლომი სამალველით მდევდა მე განშორებულსა, მეწია მე, განმბძარა მე და განმრყუნა მე, გარდაიცუა მშჳლდსა თჳსსა, და განმავსო მე ვითარცა განი ისრითა.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
მთ̂. ჰჱ განსწონა თირკუმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთაჲ, და ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, განსაცხრომელ ვექმენ მე მათ მარადღჱ, განმაძღო მე სიმწარითა, და დამათრო მე ნავღელითა.

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
ნ̂. ვავ შთამფხურნა კბილნი ჩემნი ქვითა, და მაჭამა მე ნაცარი: განაგდო მშჳდობისაგან სული ჩემი, და დამავიწყდა კეთილი. ვთქუ: ძლევაჲ ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
ნა̂. ზჱ მოვიჴსენე სიგლახაკითა ჩემითა, და დევნულებითა ჩემითა სიმწარისა ჩემისაჲ, და სინანულისა ჩემისაჲ: ჴსენებით მოვიჴსენნე ესენი, და განკფდეს სული ჩემი ჩემ თანა, ესე დავიდევ გულსა ჩემსა, და ამისთჳს ვესავ მას.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
ნბ̂. ხეთ წყალობანი უფლისანი მრავალ არიან და არა მოაკლდენ, რამეთუ არა აღესრულნეს მოწყალებანი მისნი, განაახლენ იგინი ვითარცა ცისკარი განთიად: განამრავლა სარწმუნოებაჲ შენი განთიად: მრავალ არიან სულთქუმანი ჩემნი, და გულსა ჩემსა მოაკლდა. ნაწილი ჩემი არს უფალი, თქუა სულმან ჩემმან, ამისთჳს დაუთმო მას.

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
ნგ̂. ტეთ სახიერ არს უფალი რომელთა დაუთმონ მას, სულმან რომელმან მოიძიოს იგი: კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებასა უფლისასა, კეთილ არს კაცისა, რაჟამს აღიღოს უღელი მძიმჱ სიჭაბუკითგან თჳსით, დაჯდეს მარტოდ და დადუმნეს, აღიღო უღელი მძიმე სიჭაბუკესა შინა თჳსსა.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
ნდ̂. იოდ მისცეს მიწასა პირი მისი, უკუეთუ არს სასოება თმენის, მიუპყრას მცემელსა ღაწჳ თჳსი, და აღივსოს ყუედრებითა.

Verse: 55   Link to mcat Link to sept   
ნე̂. ქაფ რამეთუ არა უკუნისამდე განიშოვროს უფალმან, რამეთუ რომელმან დაამდაბლა, Page of ms. J: B52v  მანვე შეიწყალოს მრავლითა წყალობითა თჳსითა, რამეთუ არა თქუა და/ დაამდაბლნა ყოვლითა გულითა თჳსითა, და არცა განიშორნა ძენი კაცთანი.

Verse: 56   Link to mcat Link to sept   
ნი̂. ლამედ დაამდაბლნა ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველნი კრულნი ქუეყანისანი, განდრეკად სამართალი კაცისაჲ წინაშე პირსა მაღლისასა, დაშჯად კაცისა შჯულსა შინა თჳსსა, უფალმან არა თქუა.

Verse: 57   Link to mcat Link to sept   
ნზ̂. მემ ვინ ესრე თქუა და იყო. უფალმან არა ამცნო: პირისაგან უფლისა არა გამოჴდა ძჳრი და კეთილი. რად დრტჳნავს კაცი ცხოველი და მამაკაცი ცოდვათა თჳსთათჳს .

Verse: 58   Link to mcat Link to sept   
ნჱ̂. ნოჳნ გამოიძია გზაჲ ჩუენი და გამოიკითხა, მოვიქცეთ უფლისა: აღვიპყრნეთ გულნი ჩუენნი ჴელითა ჩუენითა, და ვხედვიდეთ მაღალსა, რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ჩუენ შეგცოდეთ და უღმრთო ვიქმნენით, და შენ არა გჳლხინე.

Verse: 59   Link to mcat Link to sept   
ნთ̂. სამქათ დაგუფარენ ჩუენ გულის-წყრომით და გუდევნენ ჩუენ, <და> მოგუსრენ ჩუენ და არა გუ<ე>რიდე: განჰმარტე ღრუბელი მტკიცე შენ ზედა, რაჲთა არა შევიდეს შენდა ლოცვაჲ ჩუენი: სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერთა.

Verse: 60   Link to mcat Link to sept   
ჲ̂. ეჲ თუალთა ჩუენთა ჰეურვების, და არა დასცხრენ, ნუ იყოფინ ქარვება: ვიდრემდის არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით, თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა ასულთა ზედა ერისა ჩემისათა.

Verse: 61   Link to mcat Link to sept   
ჲა̂. ფჱ აღიღეს ჩემ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა განტეხასა ზედა ერისა ჩემისასა.

Verse: 62   Link to mcat Link to sept   
ჲბ̂. წადჱ ნადირობით მომნადირეს მე ვითარცა სირი მტერთა ჩემთა ცუდად: მოაკუდინეს მღჳმესა შიდა ცხოვრებაჲ ჩემი: დამდვეს ჩემ ზედა ქვაჲ: გარდაეცა წყალი თავსა ჩემსა, და ვთქუ: განგდებულ ვარ.

Verse: 63   Link to mcat Link to sept   
ჲგ̂. კოფ ვხადოდე სახელსა შენსა, უფალო: მღჳმით ქუესკნელისაჲთ ჴმაჲ ჩემი გესმა. ნუ დაიმძიმებ ყურთა შენთა ღაღადებასა ჩემსა: მოყავ დღესა მას, რომელსა დღესა გხადოდი შენ, და მარქუ მე: ნუ გეშინინ.

Verse: 64   Link to mcat Link to sept   
ჲდ̂. რეშ საჯენ, უცალო, საშჯელნი სულიერნი, და იჴსენ ცხორებაჲ ჩემი: იხილენ Page of ms. J: B53r  უფალო, შერყევანი ჩემნი, განამართლე/ საშჯელი ჩემი: იხილენ ყოველნი შურის-გებანი მათნი და ყოველნი ზრახვანი მათნი ჩემ ზედა.

Verse: 65   Link to mcat Link to sept   
ჲე̂. შინ გესმა ყუედრებაჲ მათი, უფალო, და ყოველნი სიტყუანი მათნი ჩემთჳს. ჴდომაჲ ბაგეთა მათთაჲ და ზრახვანი მათნი ჩემთჳს მარადღჱ, და დაჯდომასა და აღდგომისა მათსა მოჰხედე, რამეთუ მე ვიქმენ სასიტყუელ მათა.

Verse: 66   Link to mcat Link to sept   
ჲვ̂. თავ მიაგე მისაგებელი მათი, უფალო, მახჱ გულისა მათისაჲ: საქმეთა ჴელთა მათთაებრ, მიაგე მათ შეწევნაჲ გულისა ჩემისაჲ: იყავნ მათა შრომა: დევნენ იგინი რისხვითა შენითა, უფალო, და მოსრენ იგინი ცასა ქუეშჱ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.