TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 239
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ ჩემდა მომართ და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შევიშურე იჱრუსალემისათჳს და სიონისათჳს შური დიდი, და გულის-წყრომითა დიდითა შევიშურე მისთჳს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, მოვაქციო სიონდ და დავემკჳდრო შორის იჱრუსალემსა, <და> ერქუას იჱრუსალემსა ქალაქი ჭეშმარიტი, და მთასა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა მთა წმიდა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმე და-ვე-ღა-სხდენ მოხუცებულნი მამანი და დედანი უბანთა ზედა იჱრუსალემისათა; კაცად-კაცადსა კუერთხი თჳსი აქუნდეს ჴელსა თჳსსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა წულებითა და ქალებითა მემღერითა უბანთა მისთა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; უკუეთუ შეუძლებელ არს წინაშე ნეშტისა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ უკუე ჩემ წინაშეცა შეუძლებელ არსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი Page of ms. J: A26r  ყოვლისა-მჴყრობელი,/ აჰა ესერა მე ვიჴსნე ერი ჩემი ქუეყანით მზისა აღმომ სავალით, და ქუეყანით მზის-დასავალით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შევიყვანნა იგინი, და დავამკჳდრნე შორის იჱრუსალემსა, და იყვნენ იგინი ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად ჭეშმარიტებით და სიმართლით.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, განძლიერდედ ჴელნი თქუენნი, რომელთა ეგე გესმიან თქუენ ამათ დღეთა, სიტყუანი ესე პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, ვინაჲთ დღითგან დაფუძნებულ არს სახლი ესე უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ, და ტაძარი, ვინაჲთგან შჱნებულ არს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დღეთაჲ მათ პირველთაჲ სასყიდელი იგი კაცთაჲ არა იყოს სარგებელად, და სასყიდელი საცხოვართაჲ არა იყოს, და გამომავალთა და შემავალთა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან, და გამოუვლინო ყოველი კაცი თითოეული მოყუასსა თჳსსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აწვე ვყო <არა> პირველი მათ-ებრ დღეთა ნეშტთა ამათთჳს ერისა ჩემისათა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
არამედ ვაჩუენო მშჳდობაჲ, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი თჳსი, და ქუეყანამან გამოსცეს თესლი თჳსი, და ცამან მოსცეს ცუარი თჳსი, და დაუმკჳდრო ნეშტთა მათ ერისა ჩემისათა ესე ყოველი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა იგი იყვენით წყევასა ქუეშე წარმართთა შორის, სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრევე განგარინნე თქუენ და იყვნეთ კურთხევასა შინა. ნუ გეშინინ და განძლიერდით ჴელითა თქუენითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; ვითარცა იგი განვიზრახე ბოროტის-ყოფად თქუენდა განრისხებისა მისთჳს ჩემისა მამათა თქუენთაგან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და არა შევინანე,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ეგრევე განმზადებულ ვარ, და ვზრახავ [დღე]თა ამათ ყოფად კეთილისა იჱრუსალემისათჳს, და Page of ms. J: A26v  სახლისათჳს იუდაჲსა,/ ნუ გეშინინ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ესე სიტყუანი არიან, რომელნი ჰყვნეთ. იტყოდეთ ჭეშმარიშსა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, და საშჯელი მშჳდობისაჲ საჯეთ ბჭეთა თქუენთა ზედა;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და კაცად-კაცადი ბოროტსა ნუ შეურაცხნ მოყუასსა თჳსსა გულითა თქუენითა, და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარნ, რამეთუ ესე ყოველი მოვიძულე, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ ჩემდა მომართ და თქუა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მარხვაჲ იგი მეოთხჱ, და მარხვაჲ იგი მეხუთე, და მარხვაჲ იგი მეშჳდე, და მარხვაჲ იგი მეათჱ, იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად დმ მხიარულებად და დღესასწაულად კეთილად, და იხარებდით, და მშჳდობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიყუარეთ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმე მო-ვე-ღა-ვიდენ ერნი მრავალნი, და დაემკჳდრნენ ქალაქთა მრავალთა;

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და შეკრბენ ერთი-ერთად ერთსა ქალაქსა, და იტყოდიან; მივიდეთ და ვევედრნეთ პირსა უფლისასა, და ვეძიებდეთ პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა, და სხუამან თქუას, მოვიდე მეცა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მოვიდოდიან სხუანი მრავალნი ნათესავნი გამოძიებად პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა იჱრუსალემს, და ლხინებისა თხოვად პირისაგან უფლისა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მათ დღეთა შინა უკუეთუ შებმა უყონ ათთა კაცთა ყოველთაგან ენათა წარმართთა, და შეუპყრან ფესჳ კაცისა ჰურიაჲსაჲ, და ჰრქუან, მოვიდეთ შენ თანა, რამათუ გუესმა ვითარმედ ღმერთი თქუენ თანა არს.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.