TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 81
Previous part

Chapter: 8  
8


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა2 შინა,

Verse: 1V     
მათ ] ამათ TIK.

Verse: 1-2N     
"ზეცათა" K-ში ჩამატებულია ზემოდან.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს.

Verse: 3V     
უღირს... აქუნდეს ] საჭირო იყო ამისსაცა ქონებად რაჲმე TIK, -იგი ] -- TIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა,

Verse: 4V     
მღდელ IK, შემწირველთაჲ VZFTIK, ყოფილთა... მსხუერპლთა ] ყოფისაგან მღდელთა სჯულიერთა მსხუერპლთა შემწირველთაჲსა TIK, სჯულისა F.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებდეს ზეცისაჲსა მის, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენე შენ1 მთასა ზედა.(1)

Verse: 5-1Q     
Link to mcat Gen. 25,40

Verse: 5V     
და (1) ] -- IK, ჰმსახურებენ ] ჰმსხრბენ V.

Verse: 5-1N     
"შენ" K-ში ჩამატებულია ზემოდან.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუვამდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულდებულ არს.

Verse: 6V     
შუვა-მდგომელ Z, სჯულ-დებულ FTIK.


Part: 11 
(ი̂ა)


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი,


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა მას ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი

Verse: 8V     
მათ ] -- F.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი.

Verse: 9V     
სჯულსა FTIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა,1 და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მე მათა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 10V     
სჯულნი FTIK, მათა ] მათდა TIK, და (3) ] -- F.

Verse: 10-1N     
"მათთა" ჩამატებულია ზემოდან K-ში.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: "იცან უფალი", რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.

Verse: 11V     
და კაცად-კაცადი ძმასსა თჳსსა ] -- F, ძმასასა V, ჰქუას V, თჳსსა ] -- V, მათდამდე ZF, დიდადმდე მათდა TIK.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ულხინო სიცრუეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე,(1)

Verse: 12-1Q     
Link to mcat Jer. 31,31-34

Verse: 12V     
უსჯულოებანი FTIK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რაჟამს-იგი თქუას "ახალიო", დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.