TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 7
Previous part

Chapter: 7  
7
Part: 9 
(თ̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ანუ არა უწყითა, ძმანო, -- რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, -- ვითარმედ შჯული უფლებს კაცთა ზედა, რაოდენჟამ ცოცხალ არს იგი?

Verse: 1V     
სჯულისათა FTIK, სჯული FTIK, უფლბს V, რავდენ ZFIK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ქმრისცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა.

Verse: 2V     
სჯულითა FTIK. სჯულისა FTIK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა.

Verse: 3V     
მოკდეს V, სჯულისა FTEK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოიღოთ ღმრთისა.

Verse: 4V     
სჯულისაგან FTIK, მკჳდრეთით V, გამოიღოთ T.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა.

Verse: 5V     
სჯულისა FTIK, სიკუდილისაჲ VZF, რაჲთა... სიკუდილისაჲ ] , რაჲთა ნაყოფის შემწირველ იქმნეს სიკუდილისა TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.

Verse: 6V     
ხოლო ჩუენ განქარვებულ ვართ სჯულისაგან IK, სჯულისა FT, მომკუდარ ვართ მისგანცა, რომლისაგან (რომელთა IK) შეპყრობილ ვიყვენით, ესე-იგი არს, სიკუდილი TEK, დაძუელბულითა V.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რაჲმე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვამე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულისთქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ.(1)

Verse: 7-1Q     
Link to mcat Gen. 15,5

Verse: 7V     
სჯული FTEK, სჯულისაგან FTIK.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაჲ, რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს.

Verse: 8V     
პოა V. ჩემ თანა ] -- F, სჯულისა FTIK.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მე1 ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,

Verse: 9V     
სჯულისა FTIK.

Verse: 9-1N     
"მე" სხვა ხელით არის ჩამატებული V-ში.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.

Verse: 10V     
მეპოა V.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.

Verse: 12V     
სჯული FTIK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.

Verse: 13V     
ცოდვა VZFT.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, და მე ჴორციელ და განფრდილ ვარ ცოდვასა შინა.

Verse: 14V     
სჯული FTIK.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი იგი მძულს, მას ვჰყოფ.

Verse: 15V     
მე ] -- V.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ რომელი-იგი არა მნებავს, და1 მას ვჰყოფ, თანამოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.

Verse: 16V     
მე არა TIK, სჯულისა GTIK.

Verse: 16-1N     
"და" სხვა ხელით არის ჩამატებული V-ში.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.


Part: 10 
(ი̂)


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე-იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.

Verse: 19V     
მე მნებავს T, რომელი-იგი (2) T.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
ვპოომეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?

Verse: 21V     
ვპოვო-მეა TIK, რჩული Z, სჯული FTIK.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ თანამნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.

Verse: 22V     
რჩულსა Z, სჯულსა FTIK.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინაგანეწყობვიან შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელ-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.

Verse: 23V     
რჩულსა Z, სჯულსა FTIK, რჩულითა Z, სჯულითა FTIK.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?

Verse: 24V     
მე ] -- IK, მიჴსნას TIK.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

Verse: 25V     
ვჰმონებ ] + მე VZFI, სჯულსა FTIK, რჩულსა (2) Z.


Part: 11 
(თ̂ა)


      
აწ უკუე მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა -- შჯულსა ცოდვისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.