TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 64
Previous part

Chapter: 64 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   შენდა შუენის გალობაჲ, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაჲ იერუსალემს

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
შეგესემინ ლოცვისა ჩემისაჲ, შენდა ყოველი ერი მოვიდეს.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
სიტყუანი ურჩულოთანი განძლიერდეს ჩემ ზედა, და ცოდვათა ჩემთაგან შენ მილხინე.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე. შეიწყნარე, დაემკჳდროს ეზოთა შენთა. აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაჲთა; წმიდა არს ტაძარი შენი,

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
საკჳრველ სიმართლითა. შეგესემინ ჩემი ღმერთსა, მაცხოვარსა ჩუენსა, სასოსა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, რომელნი არიან ზღუასა შინა შორს.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა და შთააცუა მათ ძალი,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან შეაძრწუნის სიმდიდრე ზღჳსაჲ და ოხრაჲ ღელვათა მისთაჲ შეაცხრვის. შეძრწუნდეს წარმართნი,

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
და ეშინოდენ მკჳდრთა ქუეყანისათა სასწაულთა შენთაგან, უფალო; გამოსლ[ვ]ასა ცის[კ]რისასა და მწუხრისასა მხიარულ იყვნენ.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოხედე ქუეყანასა, დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აივსო წყლითა; განუმზადე საზ[რ]დელი მათი, რამეთუ ვსე არს განმზადებაჲ.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა შენითა მხიარულ იყოს ჯეჯლი მისი.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
აკურთხო შენ გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღ[ი]ვსნენ სიპოხითა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოჲსაჲ, და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი, ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.