TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 74
Previous part

Chapter: 74 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკუირველებათა შენთა,

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რაჟამს მოიღო ჟამი და სიმართლესა შჯიდე.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
განკფდა ქუეყანაჲ და ყოველნი მკჳდრნი მისნი, და მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვარქუ უსჯულოთა: ნუღარა უსჯულოებთ; ცოდვილნო, ნუ აიღებთ თავთა თქუენთა;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ აიმაღლებთ მაღლად რქათა თქუენთა, ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუესა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ არა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათა,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
არამედ ღმერთი მსაჯულ არს, ესე და ამდაბლის და ესე აღამაღლის,

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ სასუმელი ჴელთა უფლისათა ღჳნითა ურწყოჲთა სავსეა სხმულითა; მიდრკა ამიერი მუნ, ხოლო თხლე მისი არა მოაკლდეს; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველნი რქანი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, და აღმაღლდეს რქაჲ მათისაჲ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.