TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 83
Previous part

Chapter: 83 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   რამეთუ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ღმერთო ძალთაო!

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებენ ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ სირმანცა პოა სახლი, და გურიტმან ბუდესა დაისხნა მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ღმერთო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა უკნუითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაჲ მისი შენგან არს. აღსლვაჲ გულსა თჳსსა დაიდვა

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღელესა მას გლოვისასა და ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა, რამეთუ კურთხევაჲ მოსცა, რომელმანცა შჯული დადვა.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, გამო[უ]ჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაჲ სიონს

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისო.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
მწე ჩემი ხარი შენ, იხილე, ღმერთო და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შენთა ვიდრე ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომად სახლსა ღმრთისასა, უფროჲს ვიდრეღა არა დამკუიდრებად საყოფელსა ცოდვილთასა.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა ღმერთსა ჩუენსა. მადლი და დიდებაჲ მოსცეს; უფალმან არა მოაკლოს კეთილი მისი მათ, რომელნი ვლენან უბიწოდ.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.