TITUS
Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica)
Part No. 28
Previous part

Chapter: 28 
Verse: 1  Link to gnt Link to armnt   და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტე* ერქუა ჭალაკსა მას.
Verse: 2  Link to gnt Link to armnt   
ხოლო წარმართთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ-მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისთჳს, რომელ იყო, და ყინელისა*.
Verse: 3  Link to gnt Link to armnt   
და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუედსა* და დაასხმიდა ცეცხლსა მას, იქედნჱ* სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა მისსა.
Verse: 4  Link to gnt Link to armnt   
ვითარცა იხილეს წარმართთა მათ დამოკიდებული გუელი იგი ჴელსა მისსა, ურთიერთას იტყოდეს: "კაცისმკლველი სამე იყო კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, საშჯელმან ცხორებად არავე უტევა":
Verse: 5  Link to gnt Link to armnt   
ხოლო მან განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა და არარაჲ ევნო ბოროტი.
Verse: 6  Link to gnt Link to armnt   
ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ მყოვარ ჟამ დგეს და ხედვიდეს და არაჲ ბოროტი იქმნა მისა, მოაქციეს და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს.
Verse: 7  Link to gnt Link to armnt   
ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა* ჩუენ და სიყუარულით მოწლედ გჳსტუმრნა*.
Verse: 8  Link to gnt Link to armnt   
და იყო მამაჲ პოპლიოჲსი* სიცხითა და ნაწლევითა სნეულ, მწოლარჱ*, რომლისა შევიდა პავლე და ილოცა და დაასხნა* ჴელნი მისნი და განკურნა იგი.
Verse: 9  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა ესე იყო, სხუანიცა*, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს,
Verse: 10  Link to gnt Link to armnt   
რომელთა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა.
Verse: 11  Link to gnt Link to armnt   
და შემდგომად სამისა დღისა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა შინა, ალექსანდრიაჲსაჲ, სახელით დიოსკორჱსი.
Verse: 12  Link to gnt Link to armnt   
და შთავედით სჳრაკოსად* და დავადგერით მუნ სამ დღე*,
Verse: 13  Link to gnt Link to armnt   
ვინაჲთ-იგი მოვლეთ და მივიწიენით რეგეონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და მეორესა* მოვედით პუტიოლუსდ*,
Verse: 14  Link to gnt Link to armnt   
სადა-იგი ვპოვენით ძმანი, და გუევედრებოდეს* ჩუენ*, რაჲთა დავადგრეთ* მათ თანა შჳდ დღე*. და ესრჱთ* მოვედით ჰრომედ*".
Verse: 15  Link to gnt Link to armnt   
მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და მოვიდეს შემთხუევად* ჩუენდა, ვიდრე აპის უბნადმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა პავლე და ჰმადლობდა ღმერთსა, და ნუგეშინის-იცა*.
Verse: 16  Link to gnt Link to armnt   
და ოდეს შევიდა* ჰრომედ, უბრძანეს პავლეს ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მის თანა ერისკაცისა.
Verse: 17  Link to gnt Link to armnt   
და იყო შემდგომად სამისა დღისა, მოუწოდა პავლე მათ, რომელნი იყვნეს ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: "მე, კაცნო ძმანო, არაჲ ბოროტი ვქმენ ერისათჳს გინათუ შჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა,
Verse: 18  Link to gnt Link to armnt   
რომელთა განმიკითხეს* მე და უნდა განტევებაჲ ჩემი ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი რაჲ* ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა;
Verse: 19  Link to gnt Link to armnt   
ვითარ-იგი სიტყუას-მიგებდეს* მე ჰურიანი, ვიიძულე* ღაღადის-გდებად კეისრისა, არათუ შესმენაჲ რაჲ მედვა ნათესავისა ჩემისაჲ.
Verse: 20  Link to gnt Link to armnt   
ამის მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც".
Verse: 21  Link to gnt Link to armnt   
ხოლო მათ ჰრქუეს* მას: "ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინათუ იტყოდა შენთჳს ბოროტსა.
Verse: 22  Link to gnt Link to armnt   
ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენგან*, რასა ზრახავ. ხოლო ჴდომისა მის- თჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა* ადგილსა* ცილობაჲ* აღდგომილ არსო".
Verse: 23  Link to gnt Link to armnt   
და განაჩინეს დღჱ და მოვიდეს მისა ვანად მრავალნი, რომელთა ასწავებდა და უწამებდა* სასუფეველსა ღმრთისასა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს შჯულისაგან მოსჱსისა და წინაჲსწარმეტყუელთა* დილითგან მწუხრადმდე.
Verse: 24  Link to gnt Link to armnt   
და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე* არა ერჩდეს.
Verse: 25  Link to gnt Link to armnt   
შეთქუმულ* იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე ერთი სიტყუაჲ, ვითარმედ: "კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს* მიერ წინაჲსწარმეტყუელისა* მამათა თქუენთათჳს
Verse: 26  Link to gnt Link to armnt   
და თქუა: "მივედ ერისა მის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ*, და ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.
Verse: 27  Link to gnt Link to armnt   
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ* და მოიქცენ, განვკურნნე* იგინი".
Verse: 28  Link to gnt Link to armnt   
ესე უწყებულ იყავნ თქუენდა*, რამეთუ წარმართთა მოივლინა მაცხოვარებაჲ ესე; მათცა ისმინონ".
Verse: 29  Link to gnt Link to armnt   
**(და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა**).
Verse: 30  Link to gnt Link to armnt   
და დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდელითა* და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მივიდოდეს მისა.
Verse: 31  Link to gnt Link to armnt   
ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა იესუ ქრისტესთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად.


This text is part of the TITUS edition of Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.