TITUS
Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica)
Part No. 27
Previous part

Chapter: 27 
Verse: 1  Link to gnt Link to armnt   და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი ჰრომედ*, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა მას, რომელსა სახელი ერქუა ივლიოს*, გუნდისა სებასტიელისა*".
Verse: 2  Link to gnt Link to armnt   
შევედით ნავსა ადრამანტჱსასა*, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და წარვემართენით. ჩუენ თანა იყო არისტარქოს მაკედონელი.
Verse: 3  Link to gnt Link to armnt   
და მერმესა დღესა მივიწიენით სიდონდ. კაცთმოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს* და უბრძანა მეგობართა თჳსთა მისლვად, რაჲთა საზრდელი მიიღოს.
Verse: 4  Link to gnt Link to armnt   
და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრჱ*, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.
Verse: 5  Link to gnt Link to armnt   
მაშინ უფსკრული იგი კილიკიაჲ* განვლეთ და მივედით მურა ქალაქად, რომელ არს ლუკიაჲსაჲ.
Verse: 6  Link to gnt Link to armnt   
და მუნ პოვა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიაჲსაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა მას.
Verse: 7  Link to gnt Link to armnt   
ვითარ-იგი მრავალ დღე* მძიმედ ვიდოდეთ, და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ქარი იგი. და თანა-წარვლეთ კრეტჱ* სალმონჱთ კერძო.
Verse: 8  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა ძჳრით წარვლეთ იგი, მივედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ*.
Verse: 9  Link to gnt Link to armnt   
და ვითარ მრავალი ჟამი წარჴდა და იყოღა ნავის საცთომელ სლვად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ეტყოდა პავლე
Verse: 10  Link to gnt Link to armnt   
და ჰრქუა მათ: "კაცნო, ვხედავ, ვითარმედ* ჭირი და ზღვევაჲ* ყოფად არს, არა ხოლო თუ ტჳრთისაჲ და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავსა* თანა".
Verse: 11  Link to gnt Link to armnt   
ხოლო ასისთავი იგი ნავის მხერვალსა მას და ნავის უფალსა ერჩდა, ვიდრე პავლესთა* სიტყუათა.
Verse: 12  Link to gnt Link to armnt   
და ვითარ იგი უმარჯუ* იყო* დაზამთრებად, მრავალთა მათ გზათა დაიდვეს** გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაიზამთრეს ტბასა მას კრეტჱსასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოჲთ და სოფლად.
Verse: 13  Link to gnt Link to armnt   
და ქროდა ქარი სამხრით და ჰგონებდეს, ვითარმედ* ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრეტჱთ.
Verse: 14  Link to gnt Link to armnt   
არღა მრავალი ჟამი წარჴდა და იწყო მას* თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა.
Verse: 15  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა შეაცბუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირი მიქცევად ქარსა, მიუტევეთ, მიმოვაქუნდით.
Verse: 16  Link to gnt Link to armnt   
ჭალაკსა რასმე ქუეშე მივედით, რომელსა ჰრქჳან კავდა, ძჳრით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდსა,
Verse: 17  Link to gnt Link to armnt   
რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოვანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი ნავისაჲ და ესრჱთ* მოვიდოდა.
Verse: 18  Link to gnt Link to armnt   
და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით ჩუენ, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.
Verse: 19  Link to gnt Link to armnt   
და მესამესა დღესა თჳსითა ჴელითა ჭურჭერი* ნავისაჲ გარდააბნიეს.
Verse: 20  Link to gnt Link to armnt   
არცა ვარსკულავი*, არცა მზჱ ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ** სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.
Verse: 21  Link to gnt Link to armnt   
და ფრიადი უზმებაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: "ჯერ-იყო, კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარმოხუედით კრეტჱთ და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.
Verse: 22  Link to gnt Link to armnt   
და აწცა გეტყჳ*: გულდებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ* არცა ერთისა იყოს თქუენგანისაჲ*, თჳნიერ ხოლო ნავისა*.
Verse: 23  Link to gnt Link to armnt   
რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ* მე და რომელსაცა ვმსახურებ*,
Verse: 24  Link to gnt Link to armnt   
და მრქუა მე: "ნუ გეშინინ*, პავლე! კეისარსა წარდგომად ხარ შენ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა ამას.
Verse: 25  Link to gnt Link to armnt   
ამისთჳს გულდებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს მე ღმრთისაჲ, ვითარმედ ესრე იყოს, ვითარცა-იგი მეტყოდა მე.
Verse: 26  Link to gnt Link to armnt   
ჭალაკსა რასმე განცჳვნებად ვართ ჩუენ".
Verse: 27  Link to gnt Link to armnt   
ვითარცა მეათოთხმეტჱ* ღამჱ მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ადრიასა შინა, შოვა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნას* რომელსამე სოფელსა.
Verse: 28  Link to gnt Link to armnt   
და გარდაუტევეს საბელი იგი და იყო ოც მჴარ; და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად ზომეს და იყო ათორმეტ* მჴარ.
Verse: 29  Link to gnt Link to armnt   
და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოვანსა* ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდაუტევნეს* ოთხნი კავნი და ილოცვიდეს* განთენებასა.
Verse: 30  Link to gnt Link to armnt   
ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზითა რეცათუ კავთა მათ განმარტებად.
Verse: 31  Link to gnt Link to armnt   
მაშინ ჰრქუა პავლე ასისთავსა მას და ერისაგან*: "უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა ამას შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების".
Verse: 32  Link to gnt Link to armnt   
მაშინ განუკუეთნეს* ერისაგანთა საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუტევეს* იგი, და წარიტაცა ღელვამან.
Verse: 33  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა განთენა, ჰლოცვიდა* პავლე ყოველთა მიღებად საზრდელისა და ჰრქუა, რამეთუ: "მეათოთხმეტჱ დღჱ არს დღეს*, ვინაჲთგან მოველით და უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.
Verse: 34  Link to gnt Link to armnt   
ამისთჳს* გლოცავ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე ცხორებისათჳს თქუენისა იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად* არს".
Verse: 35  Link to gnt Link to armnt   
და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.
Verse: 36  Link to gnt Link to armnt   
გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი, და მათცა მოითხოვეს საზრდელი.
Verse: 37  Link to gnt Link to armnt   
ვიყვენით ყოველნივე კაცნი ნავსა მას შინა ორას სამეოც და ათექუსმეტ*.
Verse: 38  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა განძღეს საზრდელითა მით, აუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს ნავისა მისგან იფქლსა მას* ზღუად.
Verse: 39  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რომელსამე განიცდიდეს, რომელსა იყო კიდჱ მისი, რომელსა ეგულებოდა, უკუეთუმცა* შე-ვითარ-რაჲ-უძლეს*, განდგინებად ნავი იგი.
Verse: 40  Link to gnt Link to armnt   
და კავნი იგი მოჰჴსნნეს* და უტევნეს ზღუად, და მას თანა მიუტევნეს თანა-შესაუღლებელნი იგი საჭეთანი, და აღიპყრეს აფრაჲ იგი მცირჱ, და ქარით კერძო ეპყრა კიდედგან*.
Verse: 41  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა შეცჳვეს იგი ადგილსა ხერთვისსა, დაჰკიდეს ნავი იგი, და თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა და შეუძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძოჲ იგი დაირღუეოდა* სიმძაფრითა* მით.
Verse: 42  Link to gnt Link to armnt   
და ერისაგანთა მათ ზრახეს, რაჲთამცა პყრობილნი იგი მოწყჳდნეს, ნუუკუე გან-ვინმე-ცურდეს და განერეს*.
Verse: 43  Link to gnt Link to armnt   
ხოლო ასისთავსა მას უნდა პავლჱსი განრინებაჲ და დააპკოლნა* იგინი ზრახვისა მისგან და ბრძანა, რომელნი-იგი შემძლებელ იყვნეს, ცურვით* განსლვად*,
Verse: 44  Link to gnt Link to armnt   
და სხუანი იგი განსლვად რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა რომლითამე ნავისაჲთა. და ესრჱთ* გამოვედით და განვერენით ყოველნივე ქუეყანად.
Next part



This text is part of the TITUS edition of Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.