TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 17
Previous part

Chapter: 17  
თავი XVII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
თქუ აარონის მიმართ და ყოველთა მიმართ Page of ms. Ga: 52v   ძეთა ისრაელისათა და ეტყოდე მათ: ესე სიტყუაჲ ამცნო უფალმან, მეტყუელმან:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
კაცმან ისრაელისაგანმან, რომელმან დაკლას ცხოარი ანუ ზუარაკი ანუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან გარეშე ბანაკისა დაკლას,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და კარსა თანა კარვისა საწამებელისასა არა მოიყვანოს იგი, რაჲთა ეყოს მათ ყოვლად დასაწუველ მაცხოვრებისა უფლისა მითუელულად სულად სულნელებისად, და რომელმან დაკლას გარე და კარად კარვისა საწამებლისა არა მოიყვანოს, ვითარცა შეწირვად იგი ძღუნად უფალსა წინაშე კარვისა უფლისასა, სისხლად შეერაცხოს კაცსა მას. სისხლი დასთხია, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არამედ რაჲთა მოიღოდიან ძენი ისრაელისანი, რაოდენთა-რაჲ დაჰკლვენ იგინი ველსა ზედა, და მიჰგურიდენ მათ უფალსა კართა თანა კარვისა საწამებლისათა მღდელისა მიმართ და დაუკლვიდენ მათ საცხორებელად უფალსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოღუაროს მღდელმან სისხლი საკურთხეველსა ზედა წინაშე უფლისა კარსა თანა კარვისა საწამებლისასა. და შეწიროს ცმელი სულად სულნელებისად უფლისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და არა შესწირვიდენ მერმე მსხუერპლთა მათთა ამოთა, რომელთა-იგი ისიძვენ შემდგომად მათსა. შჯულად საუკუნოდ იყოს თქუენდა ნათესავსა შინა თქუენსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და თქუ მათდა მიმართ: კაცმან, კაცმან ძეთაგან ისრაელისათა და ძეთაგან მწირთა მახლობელთა თქუენ\თაჲსა, Page of ms. Ga: 53v   რომელმან ყოს ყოვლად დასაწუველი ანუ მსხუერპლი

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და კარსა თანა კარვისა საწამებლისასა არა მიიღოს ქმნად იგი უფლისა, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, კაცმან ძეთაგან მწირთა მახლობელთა თქუენთაჲსა, რომელმან ჭამოს ყოველი სისხლი, და დავამტკიცო პირი ჩემი სულსა მას ზედა მოსპობად იგი ერისაგან თჳსისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სული ყოვლისა ჴორცისაჲ სისხლი მისი არს, და მე მიგეც იგი თქვენ საკურთხეველსა ზედა ჩემსა ლხინების-ყოფად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი ნაცვალად სულისა მისისა ლხინება-ჰყოფს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაელისათა: ყოველმან სულმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, კაცმან ძეთა ისრაელისათამან ანუ მწირთა მახლობელთა თქუენთამან, რომელმან ინადიროს ნადირად ნადირი გინა მფრინველი, რომელი იჭამების, და დასთხიოს სისხლი მისი, დაფარნენ იგი მიწითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სული ყოვლისა ჴორცისა სისხლი მისი არს, და არქუ ძეთა ისრაელისათა: სისხლი ყოვლისა ჴორცისაჲ არა შჭამოთ, რამეთუ სული ყოვლისა ჴორცისა სისხლი მისი არს. ყოველი მჭამელი მისი მოისპოს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ყოველმან სულმან, რომელმან ჭამოს მძორი ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთა ანუ მწირთაშორისმან, მოისპოს სული იგი ერიასგან თჳსისა. და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხას სამოსელი მისი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე და მერმე განწმიდნეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ არა განირცხას სამოსელი მისი და ტანი მისი არა დაიბანოს წყლითა, მოიღოს მან უსჯულოებაჲ თჳსი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.